Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თანამდებობიდან ორჯერ გათავისუფლებული და სასამართლოს მიერ ორივე ჯერზე აღდგენილი საჯარო მოხელე

თარიღი : 5-10-2013, 13:18 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
სასამართლომ ცაგერის მუნიციპალიტეტის საირმის თემის რწმუნებული ნატო ბურჯალიანი თანამდებობაზე განმეორებით აღადგინა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით ნატო ბურჯალიანი საირმის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულად დაინიშნა, ხოლო მიმდინარე წლის 15 მარტს ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა. ბურჯალიანმა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მიმართა, სადაც პროცესი მოიგო და თანამდებობაზე აღდგენის გარდა, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას მის სასარგებლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება დაეკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. შესაბამისად, მიდინარე წლის 12 აგვისტოს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნატო ბურჯალიანი დაინიშნა სამსახურში აღადგინეს, ხოლო ორი დღის შემდეგ, 14 აგვისტოს კვლავ გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზი დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა გახდა. კერძოდ, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის „საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების საფუძველზე, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის არ ქონის გამო.
ბურჯალიანმა კვლავ ცაგერის რაიონულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2013 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნატო ბურჯალიანი განმეორებით აღადგინა თანამდებობაზე, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას მის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი პერიოდისათვის სამი თვის ხელფასის გადახდა დაეკისრა. ორივე შემთხვევაში ნატო ბურჯალიანის ინტერესებს საქართველოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე იცავდა.
„სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ ნატო ბურჯალიანზე არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წლის 25 იანვრის N10 დადგენილებით შემოღებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. რადგან იგი არ წარმოადგენდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N10 დადგენილების მოქმედების პერიოდში დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს. ნატო ბურჯალიანი სამსახურში მიღების დროს, 2007 წლის 28 დეკემბერს, აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციას დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე მისაღებად დადგენილი არ ჰქონია,“ - ამბობს გიორგი ჭიქაბერიძე.


ნანახია: 1923-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, მშვილდაძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
ლექვინაძე მიმდინარე წლის 28 ივნისს, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ დაკავებული თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი პროფესიული
ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხათუნა ბახტაძე დაკავებულ თანამდებობაზე უნდა
კიკვიძე, რომელიც კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა, 2015 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით მეორედ
ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების უკმაყოფილება უგზობამ გამოიწვია.
ზესტაფონის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო.