"გამგებელი ახლო ხედით,"-ჯემალ მებუკე

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ (გაიგე მთავარი იმერეთში) დაიწყო ახალი რუბრიკა სახელწოდებით: გამგებელი ახლო ხედით.
საინფორმაციო სააგენტოს მკითხველს საშუალება ექნება კვირაში ერთხელ გაეცნოს იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების დოსიეებს, პოლიტიკურ მიზნებსა და გეგმებს, სამოქმედო რაიონებში დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ პროექტებს, სურვილებს, მისწრაფებებს, ოცნებებს, შეცდომებად ჩათვლილ ნაბიჯებს და მოსახლეობის მისამართით გაჟღერებულ მესიჯებს.
რუბრიკის პირველი სტუმარი ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკეა.
1. დაასახელეთ სამი მიზეზი რის გამოც ხონის მუნიციპლიტეტის გამგებლობა გადაწყვიტეთ?
მიმაჩნია, რომ ხონელობა ჩემთვის ყველაზე დიდი თანამდებობაა. უპირველესად ის, რომ ძალიან მტკივა ხონის სატკივარი და ჩემთვის სულერთი არ არის რა ხდება ხონში. ჩემი ფესვები აქაა. ჩემი წინაპრების- მშობლების საძვალე ხონშია და მეც აქ უნდა დავიმარხო. მიმაჩნია, რომ იმ პროცესების მიღმა დარჩენა რაც ხონს აწუხებს, ღალატის ტოლფასია.
2. თქვენი აზრით, რა არის ხონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?
დასაქმების საკითხი- უმუშევრობა.
3.როგორ ფიქრობთ, რამდენად გიცნობთ საკუთარი ამომჩეველი და რა დაამახსოვრდება თქვენს ამომრჩეველს თქვენი 4- წლიანი საქმიანობის შემდეგ?მგონია, რომ საკუთარი ამომრჩეველი საკმაოდ კარგად მიცნობს. ვცდილობ, 24 -საათიანი სამუშაო რეჟიმში დავუმტკიცო ამომრჩეველს, რომ მე მათ გვერდით ვარ და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ალბათ მოვახერხებ ძირითადი პრობლემების მოგვარებას.
4.როგორ წარმოგიდგენიათ ხონი 10 წლის შემდეგ და როგორ ხედავთ მის განვითარებას?
10 წლის შემდეგ ხონი წარმომიდგენია სრული გაზიფიცირებით, 24- საათიანი წყალმომარაგებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ტურისტული ნაკადის მოზღვავებით, ახალგაზრდა თაობისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნით და ა. შ.
5. ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი...
ქირურგი და სამწუხაროდ თერაპიაში გავაგრძელე საექიმო მოღვაწეობა.
6.რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?
დროს უფრო რაციონალურად გავანაწილებდი. მუსიკას, უცხო ენებს, სპორტს და ა. შ. საფუძვლიანად შევისწავლიდი.
7.დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.
ოჯახი და უახლოესი მეგობრები
8.დაასახელეთ თქვენი საყვერელი წინადადება.
გაიხარე მამა, გენაცვალე!
9.დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო პოლიტიკური ფიგურა.
გენერალი შარლ დე გოლი. პატრიოტიზმი, თავმდაბლობა, შორსმჭვრეტელობა, პირადული ამბიციის დათმობა სამშობლოს საკეთილდღეოდ.
10.დაასახელეთ სამი საქმე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის შემთხევაში გააკეთებდით.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სოფლის აღორძინება და რეგიონების გაძლიერება, ახალგაზრდების დასაქმება.
11. გაიხსენეთ რაიმე კურიოზული შემთხვევა, რომელიც თქვენს გამგებლობას უკავშირდება.
არ მახსენდება.
12. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი არის....
სიცრუე და ღალატი.
13. ადამიანები მაოცებენ....
სიკეთით, ქველმოქმედებით.
14. თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ხონისთვის?
ხონი, როგორც განათლების კერა, ოდითგანვე ცნობილი იყო.ერთ დროს სემინარიით იწონებდა თავს. საგანმანათლებლო დაწესებულებას დავაპროექტებდი და ავაშენებდი, დაამშვენებდა ჩვენს პატარა ქალაქს.
15.რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?
პირველ რიგში სიფხიზლეს და კონკურენტულ გარემოს, პროგრესს.
16.დაასახელეთ თემა ან რუბრიკა......
თქვენი ფანტაზიისთვის მიმინდვია...
17. ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას?
გამთლიანებულ, გალაღებულ ,გაბრწყინებულ საქართველოს.
18.როგორ განმარტავთ ფრაზას ,,ვაზროვნებ, მასასადამე ვარსებობ"?
პირდაპირი მნიშვნელობით და დავამატებდი ფრაზას ,,MOMENTO MORI! (გვახსოვდეს სიკვდილი).