ქუთაისში მხატვრული კითხვის ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეებს ეძებენ

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ქუთაისში, "ოქროს ჩარდახში" ტრადიციული საქალაქო კონკურსი- ,,ვკითხულობთ გალაკტიონს” გაიმართება. კონკურსს ორგანიზებას ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უწევს.
ტრადიციული კონკურსის მიზანი მხატვრული კითხვის ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა, მოსწავლეებში პოეზიის სიყვარულის გაღვივება და გალაქტიონის შემოქმედების უკეთ გაცნობაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VIII-XII კლასის მოსწავლეებს.
ტრადიციული საქალაქო კონკურსის გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები კი დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.