"ერთად შევეგებოთ ევროპას", -კულტურის კვირეულმა ქუთაისში გადმოინაცვლა

ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსმენელის წინეშე ბალტიური გიტარის კვერტეტი წარსდგა. ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული თემაზე -"კულტურული კავშირები" მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს დაიწყო. ევროკავშირის რვა ქვეყნიდან 30-ზე მეტი ხელოვანი ღონისძიებას საქართველოს 7 ქალაქში ჩაატარებს.
"ევროკავშირი მზად არის, მის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსა და ქვეყნებს თავისი მიღწევები და ფასეულობები გაუზიაროს. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი ქუთაისი. ბალტიური გიტარის კვარტეტმა ევროკავშირის კულტურის კვირეული თბილისში გახსნა. დღეს ჩამოვიდნენ ქუთაისში. ეს არის არაჩვეულებრივი ანსამბლი, რომლის მიღებაცა და მასპინძლობაც დიდი პატივია მშოფლიოს ნებისმიერი ქალაქისთვის და ქუთაისელ მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოუსმინოს მათ,"- ამბობს "ერთად შევეგებოთ ევროპას" პროექტის წარმომადგენელი თენგო გოგოტიშვილი.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ფართო სპექტრი შესაძლებლობას აძლევს ყველა მსმენელს შეიცნოს კულტურა, რომელიც გვაერთიანებს. ევროპის კულტურის კვირეული ქუთაისში 4 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში ავსტრიელი მწერლის, რიხარდ შუბერტისა და ანა კორძაიას ერთობლივი საღამოთი დასრულდება.
თამუნა სხულუხია