ქუთაისელმა მოსწავლეებმა კანარის კუნძულებზე კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს

ქუთაისელი მოსწავლეები კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. კონკურსი 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, კანარის კუნძულებზე მიმდინარეობდა.
ფესტივალში- „ვარსკვლავები ტენერიფზე“ 224 კონკურსანტი მონაწილეობდა. ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო. გაერთიანების სამუსიკო სკოლებიდან კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ნანა გორგოძე (პედ. ანჟელა დოლაბერიძე) - I პრემია;
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, მრავალი საერთაშორისო პრიზისა და ვარსკვლავის მფლობელი ლიზი ბასილაძე (პედ. ანჟელა დოლაბერიძე) - I პრემია;
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული ლილე ემნაძე (პედ. ლედა კანკავა) - II პრემია და შვედეთის მეფესთან კონცერტი, ნობელის პრემიის დარბაზში;
ზ. ფალიაშვილის სახელობს N2 სამუსიკო სკოლის მოსწავლე, მრავალი საერთაშორისო კონკურს- ფესტივალების ლაურეატი ვიტალი კენჭაძე (პედ. შორენა ზვიადაძე) - I პრემია და € 20.000 - სტოკჰოლმში სწავლის უფლებით.
ფესტივალის საუკეთესო აკომპანიატორად ზ. ფალიაშვილის სახელობს N2 სამუსიკო სკოლის პედაგოგი ნანა დოღონაძე დასახელდა.