Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მკვლელი ბიჭს თავზე ადგა და ჩეხავდა. ისეთი გამხეცებული იყო,ახლოს ვერ მიეკარნენ"

თარიღი : 3-11-2015, 18:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე მომხდარმა მკვლელობამ ე. წ. ლტოლვილთა კორპუსი შეძრა, - 18 წლის გ. კ. 30 წლის შავლეგ გ-მ დანით დაჩეხა, შემდეგ გასისხლიანებული მაიტოვა და მიიმალა. ფაქტი მით უფრო ამაზრზენია, რომ მოკლული და მკვლელი მეზობლები არიან და თურმე ოჯახებით ახლობლობდნენ კიდეც. ისინი ერთ კორპუსში პირველ და მესამე სართულებზე ცხოვრობდნენ. ტრაგედიის დეტალებს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი მოგვიყვა.

- ო.ლ: - ყველა შეძრული ვართ მომხდარით. უმეტესობა ამ კორპუსში მცხოვრებნი კოდორიდან ლტოლვილები ვართ, ერთმანეთს ვერ ვშორდებით და ერთმანეთის ყველაფერი ვიცით. თუმცა ის არ ვიცით, რა საქმე უნდა ჰქონოდა 18 წლის ბიჭთან 30 წლის კაცს, რა უნდა დაეშავებინა ამ პატარა ბიჭს ისეთი, სასიკვდილოდ რომ გაიმეტა?! თანაც, ისე მოკლა, იმასაც რომ ვერ იტყვი, ტვინი რაღაცამ აურიაო, - თურმე ჩაფიქრებული ჰქონია და საწყალს კორპუსის ეზოში დანით დახვდა, ჯერ უთქვამს, - სიგარეტი აქ გაქვთ, მომაწევინეთ, ბიჭებოო.

- ანუ გარდაცვლილი მარტო არ იყო?


- ამხანაგთან ერთად იყო. გარდაცვლილი წესიერი ბავშვი იყო, სკოლა არ დაამთავრა, პროფესიულ სასწავლებელში შევიდა, - ვიმუშავებ და ცოტა ფული მექნებაო. ახლა დალხინებულად არავინ ცხოვრობს, სახლში კიდევ 2 დედ-მამიშვილი ჰყავს, ეტყობა, იფიქრა, ოჯახს დავეხმარებიო.

- მკვლელობა სიგარეტის გამო მოხდა?

- სიგარეტი არაფერ შუაშია, ბიჭებმა რომ უთხრეს, იმ უნამუსოს, არა სიგარეტი არ გვაქვსო, - მაინც გზაზე გადაუდგა, - არა უშავს, მაშინ აქვე მაღაზიაში წამომყევით, მარტო წასვლა მეზარება, თან ლუდსაც ვიყიდიო. ესენიც გაჰყვნენ მორჩილად, რას მოიფიქრებდნენ, რომ მაღაზიაში მოსაკლავად მიერეკებოდა. ის მაღაზია, რომელშიც ლუდი იყიდეს, ორად არის გაყოფილი, ერთ ნაწილში დახურული კაფეა. მკვლელმა ლუდის ყიდვის შემდეგ ბიჭები ამ კაფეში შეიყვანა და მოკლულის ამხანაგს უთხრა, - ცოტა ხანს გადი, ამას უნდა დაველაპარაკოო. ესეც გამოვიდა, აზრზეც ვერ მოვიდა რა ხდებოდა. რა აფიქრებინებდა, რომ ამხანაგს დანით დაუჩეხავდნენ. იდგა თურმე და ელოდებოდა, როდის გამოვლენო. ამასობაში კაფეში სკამის წაქცევის ხმა გაიგონა და მაინც შევარდა. შევარდნისთანავე იმხელა იღრიალა საწყალმა, - მიშველეთო, რომ გამყიდველიც შეჰყვა… საშინელი სურათი დახვდათ, - მკვლელი ბიჭს თავზე ადგა და ჩეხავდა. ისეთი გამხეცებული იყო თურმე ახლოს ვერ მიეკარნენ გამყიდველი კიოდა, შველას ითხოვდა, მაგრამ ხალხი და სასწრაფო რომ მივიდა, მათ მოსვლასაც აღარ ჰქონდა აზრი, - ბიჭი მკვდარი იყო...

- თუ მკვლელი დანით ჩასაფრებული ელოდებოდა მსხვერპლს, გამოდის, რომ მკვლელობა დაგეგმილი იყო. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი, შურისძიება? იქნებ წინასწარ რაიმე უსიამოვნება ჰქონდათ?


რა ინციდენტი უნდა მოუვიდეს 30 წლის კაცს მასზე 12 წლით უმცროს ბიჭთან, თუკი ის ადამიანურად ცხოვრობს?

- მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა?

- მაგის, არაფერი ეტყობოდა. აქ ყველა ყველას ვიცნობთ და ეგ არ გამოგვეპარებოდა. ოჯახიც ჰქონდა შექმნილი, - 3 თვის შერთული ცოლი ჰყავს და გიჟი რომ ყოფილიყო, ხომ არ გაუჩერდებოდა! მაგან ყველა დაასამარა თავის გარშემო, - ვინც დანით დაჩეხა, მისი დედა ხომ სამუდამოდ დაასამარა, თავისი საკუთარი დედაც შეიწირა, - ამ უკანასკნელმა რომ გაიგონა მეზობლებისთვის შვილი მოუკლავთო, გიჟივით შევარდა მათ ბინაში და კიოდა, - ვინ გაგიმეტა შვილო, დანა ვინ დაგარტყაო. ის კი არ იცოდა, რომ მისმა შვილმა გაიმეტა. დედამ რომ გაიგო, მისმა შვილმა მეზობელი მოკლა, ინსულტი დაემართა, არავინ იცის გადარჩება თუ არა.

პ. ს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 1988 წელს დაბადებული შავლეგ გ. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

kvirispalitra.ge


ნანახია: 4081-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილი 35 წლის, მკვლელობაში ბრალდებული კი 53 წლის მამაკაცია.
რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა ტყიბულში. 1969 წელს დაბადებული შალვა მეიფარიანი მინდელის შახტასთან გარდაცვლილი იპოვეს. მას
2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში ტრაგედია დატრიალდა - 18 წლის ი.ტ-მ თანასოფლელი და სკოლელი 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ქმარმა ცოლი საკუთრ სახლში, სანადირო თოფით მოკლა.