"პოეტებსა ვეჯიბრები, არ ამიტყდეს შარი," - იმერეთის რეგიონის სახალხო მთქმელები

მარგო სიმსივე, იუზა ცერცვაძე, ლევან ჭუმბურიძე, დაზმირ ონიანი, - ეს იმერეთის რეგიონის სახალხო მთქმელების არასრული ჩამონათვალია. რეგიონის მასშტაბით ფოლკლორულ მასალას, მთქმელებსა და ავტორ-მთქმელებს ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორის კაბინეტის გამგე ნატო მანდარია ეძებს.
"ფოლკლორის კაბინეტს რა უნდა ეკეთებინა უკეთესი, თუ არა შეესწავლა ძველი და მოეძიებინა ზეპირსიტყვიერების ახალი მასალები. სწორედ ამ მიზნით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით მოვიძიებთ ფოლკლორულ მასალებს. ხოლო როდესაც საკმაოდ ბევრ ფოლკლორულ მასალას მოვაგროვებთ, ვატარებთ მაშტაბურ ღონისძიებას, "ლექსო არ დაიკარგები,"- ამბობს ნატო მანდარია.

ფოლკლორის კაბინეტი წინასწარ შედგენილი დებულებებით მოუწოდებს იმერეთის რაიონებს მოიძიონ ლექსის, შაირის, კაფიის, ანეგდოტის მაგალითები, მთქმელები, ავტორ-მთქმელები და შესაბამისი ინფორმაცია სასახლეს მიაწოდონ. ნატო მანდარიას თქმით, ფოლკლორული მასალის მოძიებისა და შეგროვების საქმეში დიდია დაინტერესება მოსწავლეების მხრიდან. ხოლო შეგროვებული ფოლკლორული მასალის თემატიკა მრავალფეროვანია.
"ჩვემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფოლკლორული მასალა მოვიძიოთ და მოვეფეროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გული ერჩით, კალამი ერჩით, რომ წერონ, მაგრამ არ ბეჭდავენ, არ ჩანან. გვსურს ფართო მასშტაბით გამოვამზეუროთ ეს ადამიანები, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ფოლკლორს- ძველსაც და თანამედროვესაც,"-ამბობს ნატო მანდარია.
დასასრულს კი გთავაზობთ ფოლკლორის ეროვნული ფესტიველის ლაურეატის, მარგო სიმსივეს ერთ-ერთ ლექსს:
"პოეტებსა ვეჯიბრები, არ ამიტყდეს შარი,
მაგრამ გულით მინდა ვიყო მათი მეგობარი.
ლექსი ვწერო, მოვიმარჯვო კალამ-კალმისტარი,
ყველა სათქმელს მივუჩინო თავის გზა და კვალი,
ყველაფერი რომ აღვწერო დროის შესადარი.
ერთმანეთში არ ავრიო ავდარი და დარი,
მკვდარს ტირილი ამშვენებდეს, ცოცხალს- სამღერალი,
ასე მინდა მოვიხადო ქვეყნად ჩემი ვალი".
თამუნა სხულუხია