Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ბაგრატი ზედიზედ მეხუთე თამაშს იგებს

თარიღი : 3-11-2015, 14:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სს მისო „კრისტალსა“ და სარაგბო კლუბ „ბაგრატ“-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 5 ტური გავიდა და კლუბი ,,ბაგრატი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. კვირას, 1 ნოემბერს ,,ბაგრატს“ და თბილისის „დინამო“-ს შორის გამართულ შეხვედრაში, ბაგრატმა იმარჯვა. ,,კრისტალმა“ გამარჯვებისთვის კლუბს ფულადი ჯილდო გადასცა.

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, თამაში დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან კლუბები თამაშამდე 1-2 ადგილს ინაწილებდნენ. შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაძაბულად დაიწყო, თუმცა ,,ბაგრატმა“ თავისი თამაში იპოვა და 2 უპასუხო ლელო დაუდო მეტოქეს თორნიკე იობიძემ და მირიან ქარჩხაძემ. საბოლოო შედეგი ანგარიშით 18:9 ბაგრატის სასარგებლოდ დასრულდა.

მირიან ქარჩხაძე (შერკინების პირველი ხაზი) - "ძალიან რთული თამაში იყო, მეტოქეც ძლიერი გვყავდა. მაქსიმალურად დავიხარჯეთ ბიჭები და შევძელით თამშის მოგება. თამაშის დაწყებამდე დასახული მიზანი მიღწეულია. შემდეგი თამაში ტურნირის ერთ-ერთ ლიდერთან,,თიბისი“-თანგვაქვს, რასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. წინ არანაკლებ რთული თამაში გველოდება".

ბექა სულუხია (მთავარი მწვრთენლი) -"ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიყავით მომზადებულები, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად, მოწინააღმდეგე გუნდმა დაგვიპირისპირა ძლიერი შერკინება და არ გაგვიშალა თამაში, რითაც ცოტა დაგვჯაბნეს. დავინახეთ მინუსები ჩვენს თამაშში, რის გამოსწორებაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ. მაგრამ უმაღლეს ლიგაში გადასვლის მიზანმა და მონდომებამ შედეგი გამოიღო. მეორე ტაიმის ბოლო უკვე განსხვავებული იყო მთელი თამაშისგან, რის შემდეგაც შევძელით გამარჯვების მოპოვება. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ნამდვილად მეთექვსმეტე მოთამაშეები იყვნენ და გუნდის თითოეულ წევრს, იმ შრომისთვის და თავდადებისთვის, რამაც ჩვენ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიკროსაფინანსო ორგზანიზაცია ,,კრისტალს“ მხარდაჭერისთვის".

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს კვლავ „ბაგრატი“ ლიდერობს 23 ქულით, მეორე ადგილზე თბილისის ,,თიბისის“ გუნდია 22 ქულით, ხოლო „დინამო“ 18 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

მომდევნო თამაშს ,,ბაგრატი“ 2 კვირაში გამართავს თბილისში ადგილობრივ ,,თიბისის“-თან.კრისტალი კვლავ გააგრძელებს კლუბის მხარდაჭერას და ამ ფორმით ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობას.


ნანახია: 3564-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს ჩემპიონატი რაგბში 'დიდი 10' მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში აიღებს სტარტს. 2016-2017 წლის სეზონის დაწყებამდე
ვის უნდა აწყობდეს 'დიდი 10'–დან არათბილისური გუნდის გავარდნა?
უმაღლესი ლიგის საგზური ,,ბაგრატმა“ თბილისის ,,დინამო“-სთან 27:3 მოგებით მოიპოვა.
ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'დინამოს' შორის ქუთაისში გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
"ტორპედო"-ს მთავარი მწვრთნელის კომენტარი გუნდის მიერ განცდილო მარცხზე.
ორი გუნდი ერთმანეთს საქართველოს 29-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის პირველ ჯგუფურ სტადიაში ხვდება.

ამინდი