ვის უცრუებს იმედებს ქუთაისის მერი?

ქუთაისში 31-ე ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა. ბაღში 400 000 ლარის სამუშაოები ხორციელდება, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. შენობის რეკონსრუქცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მომავალი წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.
,,უნდა გავუცრუოთ იმედი იმ ადამიანებს, რომლებიც 31-ე ბაღის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას აანონსებდნენ. მინდა ვთქვა, რომ ბაღის ადგილზე იქნება ბაღი სასტუმროს ადგილზე სასტუმრო. ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება და მომავალ წელს სრულად რეაბილიტირებული ბაღი იქნება ქალაქში. არსებულ შენობას ასევე უკეთდება მიშენება, სადაც სამზარეულო და სველი წერტილები იქნება,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ცნობისთვის, 31-ე საბავშვო ბაღი ერთი წლის მანძილზე ავარიული მდგომარეობის გამო გაჩერებული იყო.