საოლქო კომისია: ქუთაისელ ამომრჩევლებს უცნობი პირები სახლებში აკითხავენ
თარიღი : 5-10-2013, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ქუთაისში, მოქალაქეებს უცნობი პირები აკითხავენ სახლებში, რომლებიც საოლქო კომისიის სახელით მოქმედებენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ოსეფაიშვილმა განაცხადა, უცნობი პირები თავიანთ ვინაობას არ ასახელებენ, ხოლო მოქალაქეებისაგან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვენ და ამოწმებენ, მათ ნამდვილად დაურიგდათ თუ არა ამომრჩევლის ბარათი. საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ უცნობი პირები საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები არიან, თუმცა კონკრეტულად რომელ შტაბზეა საუბარი, ოსეფაიშვილი არ აკონკრეტებს.
„ჩვენ აქამდეც გვქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მაშინ უფრო დავრწმუნდით, როდესაც ისინი ჩვენი კომისიის მდივანთან მივიდნენ სახლში და უთხრეს, რომ საოლქოს სახელით მოქმედებდნენ. მე მოვუწოდებ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და კარს ნუ გაუღებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ვინაობას არ დაასახელებენ და თან ამომრჩევლის ბარათი არ ექნებათ,“ - ამბობს ოსეფაიშვილი.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩევლებში საარჩევნო ბარათების დარიგებაზე კომისია მუშაობს და პროცესი 7 ოქტომბერს დასრულდება.