Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ბაღდათობა 2015"- რაიონის დღესასწაული ამჯერად ბაღდათმა აღნიშნა

თარიღი : 3-11-2015, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტში "ბაღდათობა 2015" სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. სახალხო ზეიმს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, პარლამენტის წევრები, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

"ბაღდათობა 2015" – ის ფარგლებში ქალაქის ცენტრში ეთნოგრაფიული კუთხეები იყო მოწყობილი, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულებს ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ჰქონდათ წარმოდგენილი. ბაღდათში ასევე, კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული და გასართობი აქტივობები გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ წიგნების, მხატვრების ნამუშევრებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენის დათვალიერების საშუალება.

მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმის აღსანიშნად ღია ცის ქვეშ თსუ "გორდელა“–ს კონცერტიც გაიმართა. "ბაღდათობა 2015" რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართულმა საზეიმო საღამომ დაასრულა, სადაც სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე დაასახელეს.


ნანახია: 1423-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოკუთხეებთან გადაინაცვლეს, სადაც
დღესვე, ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე დასახელდა, მათ სპეციალური სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.
,,ჭიათურობის“ დღესასწაულს საფუძველი 1988 წელს ჩაეყარა.
ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული 'ვანელობა' მასშტაბურად აღინიშნა.
"ბაღდათობა 2015" მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ 'ძაბრი', სადაც იმერეთის

ამინდი