Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ჰოკეისტების პრობლემები-ერთ ლარად გასხვისებული ბაზა და უყურადღებობა

თარიღი : 3-11-2015, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ჰოკეისტ გოგონათა გუნდი ევროპის პირველობაზე მონაწილეობას აღარ მიიღებს. მწვრთნელი ავთანდილ თევდორაძე Topnews.com.ge-სთან შესაბამის მიზეზებზე საუბრობს.

"რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა გუნდი იმიტომ, რომ პირობები არ ჰქონდათ შესაბამისი. ჰოკეისტ გოგონათა გუნდი ძირითადად 14-15 წლის გოგონებითაა დაკომპლექტებული, მათთვის ძნელი იქნებოდა ასეთ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება, ვერ შეძლებდნენ გამარჯვებას, ამიტომაც ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ,"-ამბობს ავთანდილ თევდორაძე.

მწვრთნელი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რასაც დღეს სპორტის აღნიშნული სახეობა განიცდის.

" ბაზის პრობლემა გვაქვს. ჩვენი ბაზა წინა პრეზიდენტმა ერთ ლარად გადასცა "ვისოლს". პატარა მოედანი გვაქვს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ ვავარჯიშებთ ბავშვებს. ზამთარში კი სკოლებში ვინაცვლებთ. პრობლემატურია ინვენტარის საკითხი, რომელიც ძვირი ჯდება და ტენდერის საშუალებით გვიწევს მათი შეძენა. ამიტომ გვინდა კლუბის შექმნა. ძალიან ძნელია როცა კლუბი არ გაქვს კარგი შედეგი დადო. ამჟამად ვმუშაობთ ამ საკითხზე ქალაქის ხელმღვანელობასთან, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ვნახოთ რა იქნება, "-ამბობს ავთანდილ თევდორაძე.

ქუთაისში ჰოკეისტ გოგონათა გუნდი ძირითადად ადგილობრივებითაა დაკომპლექტებული. ქალაქში აღნიშნული სპორტის სახეობით დაინტერესება ძალიან დიდია.

"ეს სპორტი ძალიან განვითარებული და პოპულარულია ქუთაისში მთელი საქართველოს მაშტაბით. უბრალოდ კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ ახლო წვდომა არ გვაქვს წამყვან ტელევიზიებთან და სარეკლამო რგოლში ცოტა მოვიკჭლებთ," - ამბობს ავთანდილ თევდორაძე.

ქუთაისის მაგივრად ევრობის პირველობაზე მონაწილეობას აჭარის ქალთა ნაკრები მიიღებს.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 1431-ჯერ

მსგავსი სიახლეები
16 წლის გოგონათა და ჭაბუკ ჰოკეისტთა გუნდებს შორის სომხეთის ღია პირველობა ქალაქ რაზდანში ჩატარდა.
ჩემპიონატში 10 ქუთაისური გუნდია
ოზურგეთის სპორტის სასახლეში გამართული საქართველოს ჩემპიონატი ჰოკეიში ქუთაისის ჰოკეისტ ქალთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ამინდი