Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია

თარიღი : 3-11-2015, 00:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
მე რომ მკითხოთ, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე, ესტონელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე აზრით, უშუალოდ საქართველოს მოსახლეობასაც მიაჩნია, რომ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარაა.

"მე არ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატირებას და ამ თემაზე არ ვაპირებდი აქ საუბარს... მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციურ გადატრიალებას აპირებდა და ამის დამადასტურებელი ჩანაწერები დაიდო კიდეც უკრაინულ საიტზე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. მე რომ მკითხოთ, მისი ადგილია ციხეშია," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ipn.ge


ნანახია: 1932-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სააკაშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას ქუთაისის აერპორტი შეიძლებოდა წლების მერე გაეხსნათ.

ამინდი