საფრანგეთში არსებული სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია აწსუ-ში
თარიღი : 2-11-2015, 20:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთში არსებული სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონფათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სტიპენდიების მოპოვების გზებზე, ფრანგულ ინსტიტუტში თუ სხვადასხვა კამპუსში ჩაწერის პროცედურებზე.
სტუდენტებს საფრანგეთში სწავლების პერსპექტივებზე სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ფრანგული სააგენტოს, ,,კამპუს ფრანსის''-ისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელმა ანა ლოლუამ ესაუბრა.
,,საფრანგეთში სასწავლებლად წასვლა ნამდვილად არ არის რთული,რასაც ადასტურებს ისიც,რომ ყოველწლიურად 200 სტუდენტი მიდის საქართველოდან სასწავლებლად. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყოველწლიურად ვატარებთ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს,'-განაცხადა ლოლუამ.
'
საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველებს შეუძლიათ პირადი კონსულტაციები გაიარონ და მიიღონ ინფორმაცია ანა ლოლუასგან კვირაში ორჯერ, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.
თიკო ძოძუაშვილი