სოფელ ჭორვილაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო.
ორ ჯგუფზე გათვლილი ბაღი, რომელიც ამ ეტაპზე 52 აღსაზრდელს მოემსახურება, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნა.

ინვენტარის ნაწილი ბაღს კავშირმა „დოსტაქარმა“ გადასცა, ხოლო ნაწილის შეძენა 18 660 ლარის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რაც შეეხება ბაღის მშენებლობას, სამუშაოებზე 24 512 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
საბავშვო ბაღის გახსნას მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა, ა.ი.პ. გაერთიანებული ბაღებისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომდგენლები ესწრებოდნენ.