Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ დადგმული სტალინის ძეგლი აიღეს

თარიღი : 2-11-2015, 16:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შორაპანში სტალინის ძეგლის დემონტაჟი მოახდინა. ძეგლი შორაპანში ერთი დღის წინ გაჩნდა. ზესტაფონის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული და იგი მოსახლეობამ თვითნებურად მიიღო.

" ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და არავის არ აქვს უფლება რაიმე მონუმენტი დადგას. ადგილობრივი თვითმმართველობა ემიჯნება შორაპანში სტალინის ძეგლის დადგმას. მუნიციპალიტეტს არ გაუცია არანაირი ნებართვა ძეგლის განთავსების შესახებ. მისი დადგმა განხორციელდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ფარულად. როგორც თვითმმართველობისთვის ცნობილი გახდა შოროპნის სკვერში, იქ სადაც 1941 –45წ.წ გარდაცვლილთა მემორიალური დაფაა განთავსებული ძეგლი შორაპნის მაჟორიტარმა (დამოუკიდებელმა ) დეპუტატმა კობა გოჩალეიშვილმა მუნიციპალიტეტისგან დამოუკიდებლად, პირადი ინიციატივით, საკუთარი ძალისხმევით დადგა," - აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

ძეგლის დემონტაჟის პროცესის შეჩერებას ცდილობდა კობა გოჩალეიშვილი, რის გამოც სამართალდამცავებმა ის შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.


ნანახია: 2283-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაციას ენმ ზესტაფონი საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ქუთაისის საკრებულოს რიგით 25-ე სხდომაზე დეპუტატებმა 9 აპრილის მემორიალური ძეგლის გადატანის შესახებ იმსჯელეს.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული დედაენის ძეგლი აიღეს.
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.

ამინდი