ქუთაისის ოპერა ევროკავშირის კულტურის კვირეულს უმასპინძლებს
თარიღი : 2-11-2015, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ევროკავშირის კულტურის კვირეული 2015-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებასთან დაკავშირებით ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალტიური გიტარის კვარტეტის კონცერტია ჩანიშნული. ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობა უწევს.
30-ზე მეტი ხელოვანი ქვეყნის 7 ქალაქში 20 ღონისძიებას გამართავს, რითაც კვირეული ხმას მიაწვდენს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და წარმოაჩენს საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო კულტურულ ღირებულებებს.
ხელოვნების დარგების მეშვეობით, როგორიცაა: მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა და თეატრი, ევროკავშირის კულტურის კვირეული საზოგადოებას ევროპული კულტურის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას გააცნობს და შექმნის სივრცეს კულტურათაშორისი კომუნიკაციისთვის.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მათი მრავალფეროვნება, რომელიც კლასიკურ და თანამედროვე მუსიკას, ასევე თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასა და თეატრს მოიცავს, შესაძლებელს ხდის შევიცნოთ კულტურა, რომელიც ყველას გვაკავშირებს.
ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.