მოედნების პრობლემა ქუთაისში და ფეხბურთის საჭიროებები იმერეთში

ვალერი მანაგაძე იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ის აღნიშნულ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს. მანაგაძე ვეტერანი ფეხბურთელია. საბჭოთა კავშირში ჭაბუკებს შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. როგორც თვითონ ამბობს, დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ თავისი წვრილი შეიტანა სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარებაში. იმერეთის ფეხბურთის ფედერაციაში 1999 წლიდან მუშაობს და 40 წელია ემსახურება იმ საქმეს, რასაც ქართული ფეხბურთი ჰქვია.

Topnews.com.ge ვალერი მანაგაძეს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში არსებული საფეხბურთო კლუბების მდგომარეობასა და მათ საჭიროებებზე ესაუბრა.
1. ბოლო პერიოდში ქუთაისელი გულშემატკივრები განსაკუთრებით ღელავენ საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს მდგომარეობაზე. გუნდის მიერ წაგებული მატჩები "ტორპედო"-ში მთავარი მწვრთნელის ცვლილების მიზეზიც გახდა. ახალი მწვრთნელი აღნიშნულ თანამდებობაზე 2003 წელსაც მუშაობდა. რამ გამოიწვია ამ პოსტზე მისი კვლავ დავბრუნება?
"ტორპედო"-ს მართლაც ჰყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც 2003 წელსაც წვრთნიდა გუნდს. მას არასდროს არ გაუწყვეტია კონტაქტი "ტორპედო"-სთან, კავშირი ჰქონდა სხვადასხვა მწვრთნელებთან, მისგან იღებდნენ კონსულტაციებს, ის ქუთაისს იცნობს ძალიან კარგად და ამიტომაც ქალაქისა და კლუბის ხელმძვანელობამ გადაწყვიტა დაებრუნებინათ უკრაინელი მწვრთნელი.
2. აქვე გკითხავთ ძველი მწვრთნელის გათავისუფლების მიზეზს. მიზეზი ცხადია თავიდანვე გაჟღერდა, მაგრამ ოფიციალური ინფორმაცია საინტერესოა.
გიორგი დარასელიას მთავარ მწვრთნელად ყოფნის დროს გუნდს არ ჰქონდა ის შედეგი, რასაც გულშემატკივარი მოითხოვდა. მე პირადად დარასელიასთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, რადგან გუნდში იყო უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი და ასეთ სიტუაციაში ძნელია გუნდი გადააწყო ისე, რომ მოიგო. ის წავა ალბათ სხვა გუნდში და იქ დაამტკიცებს თავის შესაძლებლობებს.
3. რა პრობლემები აქვს ამჟამად ქუთაისის "ტორპედო"-ს?
ამ ეტაპზე გუნდში ფინანსური პრობლემებია. ასევე, მიმდინარე წელს არ შეკრებილან ფეხბურთელები, მათ ერთმანეთთან შეხვედრა და ერთად ყოფნა სჭირდებათ. აგრეთვე არის მოედნის პრობლემა.
4.როგორია ამჟამად ფეხბურთელების განწყობა გუნდში?
გუნდში განწყობა როგორც ვიცი ძალიან კარგია. "ტორპედო"-ს ხელმძღვანელობს პაპუნა მელაძე, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის ხელმძღვანელობს გუნდის დალაგებას. აგრეთვე, წლებია გუნდს გვერდით უდგას რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ასევე, არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გუნდს ჰქონდეს შედეგი.
5. როგორია "ტორპედო"-ს ფეხბურთელების ანაზღაურება?
ანაზღაურება ძალიან კარგია. ფეხბურთელები კმაყოფილები არიან და მე აქვე ავღნიშნავ იმას, რომ გუნდის ფეხბურთელთა 70% ქუთაისელია.
6. რამდენად აქვს საფეხბურთო გუნდს იმის საშუალება, რომ ტრანსფერი განახორციელოს?
სამწუხაროდ ვერ ახორციელებს. ბოლო რამდენიმე წელია გუნდს გასაყიდი არავინ ჰყავს და ვერც ყიდულობს ფეხბურთელებს, რადგან რომ იყიდო საჭიროა ფული, რაც "ტორპედო"-ს არ გააჩნია. იმედია, სამომავლოდ გამოჩნდებიან სპონსორები. ანდრო ჟორდანია, ძალიან კარგი ქართველი მწვრთნელი ამბობდა ფრაზას, რომელსაც სულ ვიმეორებ "ქუთაისის "ტორპედო"-ს რად უნდა სხვა ფეხბურთელების მოყვანა, თვითონ არის სამჭედლო ფეხბურთელების"-ო და მართლაც ასეა. ძალიან დიდი და კარგი ფეხბურთელები გაზარდა ქუთაისმა.
7. რამდენაც აქტიურად უჭერენ მხარს ქუთაისელი გულშემატკივრები ადგილობრივ გუნდს?
მე ამდენი გუშემატკივარი, რომელიც დადის ქუთაისის მოედანზე "ტორპედო"-ს მხარდასაჭერად, არსად მინახავს. ხალხს უყვარს ქუთაისში ფეხბურთი და საცოდაობაა ქალაქი ამ კუთხით არ იყოს ძლიერი. მოდის ხალხი საგულშემატკივროდ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელისთვის.
8. რა მიზანი აქვს ამ ეტაპზე "ტორპედო"-ს?
ამ ეტაპზე გუნდის მთავარი მიზანი არის ის, რომ ხუთეულში მაინც უნდა მოხვდნენ საქართველოს მასშტაბით. ვთვლი, რომ ქუთაისის "ტორპედო" თავის სიტყვას იტყვის.
9.ქუთაისის "ტორპედო"-ს ვითარება გასაგებია, მაგრამ ზოგადად იმერეთის რეგიონში როგორია ფეხბურთის მდგომარეობა?
იმერეთის რეგიონში ჩვენ გვყავს უმაღლესი ლიგის გუნდები. ასევე პირველსა და მეორე ლიგაში. მაგალითად თერჯოლას ჰყავს საკმაოდ კარგი გუნდი. დასავლეთ საქართველოში ვატარებთ ჩემპიონატს. პოპულარულია ბავშვთა ფეხბურთიც, მაგრამ მოედნების პრობლემა გვაქვს. პერიფერიებში უფროა ეს საკითხი მოგვარებული, ვიდრე ქუთაისში, სადაც მოედანი არ გვაქვს. როგორც გვპირდებიან, სამომავლოდ ეს პრობლემა მოგვარებული იქნება.
ესაუბრა თამუნა სხულუხია