ზესტაფონში სტალინის ძეგლი აღადგინეს

ზესტაფონში დაბა შორაპანში იოსებ სტალინის ძეგლი აღადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაცის წევრები ავრცელებენ.
“დღეს, ქალაქ ზესტაფონში, კერძოდ დაბა შორაპანში სტალინის ძეგლი აღადგინეს. ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ არ სურთ წარსულში დაბრუნება, თუმცა არსებობს ამავე დაბის დეპუტატის კობა გოჩალეიშვილის მსგავსი ხალხი, რომლებსაც სტალინი ხატად ჰყავთ, სურთ მისი ძეგლის და სურათების თაყვანისცემა და ლოცვა. ახალგაზრდები ეუბნებიან არას სტალინიზმს!!!” – ინფორმაციას ენმ ზესტაფონი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე ავრცელებს.