Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

თარიღი : 1-11-2015, 18:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული შავლეგ გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1997 წელს დაბადებულ გიორგი გ-ს, რის შედეგადაც დაჭრილი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).


ნანახია: 2789-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1966 წელს
ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ამინდი