Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას სწერს ქართველი ჯარისკაცი საყვარელ ცოლს თითქმის საუკუნის წინ

თარიღი : 1-11-2015, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ამ წერილს 6 წელში ერთი საუკუნე შეუსრულდება. წერილი ბებიაჩემის ძმამ პირველი მსოფლიო ომიდან თავის საყვარელ ცოლს, ნინას მისწერა. ბებიაჩემის ძმა ომიდან აღარ დაბრუნებულა. ნინას თავისი საყვარელი ქმარი აღარასდროს უნახავს. ეს წერილი ბებიაჩემის ნივთებში დღეს აღმოვაჩინე... სულ რამდენიმე ნაწყვეტს ვიწერ წერილიდან: კიდევ სად ნახავთ ასეთ სიყვარულს, ასეთ ეროტიკას... ერთი საუკუნის წინ, ჩემს წინაპრებს ასე უყვარდათ ერთმანეთი და მთაში გაზრდილი კაცი, ასეთი სათუთი კალიგრაფიით უხსნიდა სიყვარულს ცოლს ომიდან. მე ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე წერილი. როგორც ჩანს, თავის დროზე წერილის ადრესატმა ნინამაც იტირა წერილის კითხვისას, რადგან მელნით ნაწერი რამდენიმე სიტყვა აშკარად ცრემლს აქვს გადღაბნილი... მოკლედ, რაღა გავაგრძელო:

"სალამი ჩემს გულიდან განუშორებილს, საყვარელ ნინას. ძვირფასო და ძვირად სანახაო საყვარელო ნინა. მოგიკითხავ ძალიან დიდი მოწყენით და ძალიან მაგრა მაგრა მაგრა პირზე კოცნით - ისე კოცნით, რომლის დაწერა სიტყვებით ვერ მომიხერხებია. ჩემო გულიდან განუშორებელო ნინა, როგორ ხარ, როგორ სცხოვრობ, როგორ ატარებ თავისუფალ დროს, მუდამ წუთს მეინტერესება რომ ვიცოდე... ძვირფასო და ძვირად სანახაო ნინა, მე გამოგიგზავნე სურათები, პატარები გულის ბროშკისთვის. მართალია ჯავრი მომდის შენზე, რამდენსა გწერ, რომ ჩვენ რომ ერთად სურათი გადავიღეთ, ის გამომიგზავნემეთქი და არა ჰგზავნი. ნეტა ჩემი სურათები სულ ჩამომეხსნა და წამომეღო აქ და მაშინ იტყოდი, როგორია უსურათოდ ყოფნა, გასძლებდი თუ არა, მაშინ გამოჩნდებოდა. რა გიჭირს, მუდამ დღე ხედავ ჩემს თავს და მე კი ჩამოშორებული ვარ. შენი ცოდვით მე სურათების წამოღება ვერ გავბედე, უფრო გულს შემოაკლდება-მეთქი. ახლა რომ შენ გამომიგზავნო შენი სურათები, ასე მეგონება, ნინაი მოვიდა-მეთქი. რამკაში რომ შენი პატარა სურათია, ის გამომიგზავნე აუცილებლად...სხვა რაღა მოგწერო ჩემო ლამაზი, იყავი კარგა, მწერე წერილები და რა გიჭირს, რა გაკლია, ან ხო არ გცივა. მოუარე შენს თავს. თუ როგორმე იშოვი ვალინკებს, იყიდე. ჩაიცოდე ჩემი ჩექმები. ტუფლები წითელი. ოღონდ ნუ შეიციებ, ოღონდ ნუ მოიმშიებ. იყავი კარგად, მოუწყენლად. გკოცნი ბევრს. მაგონდება ის საყვარელი საათები, როცა შენ თვალით გხედავდი, გკოცნიდი, მკოცნიდი და სიყვარულით მაინც ვერა ვძღებოდით. გწერს შენზე მოწყენილი ლადო"...


ნანახია: 2156-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მეუღლეს, რომელიც უზომოდ მიყვარდა, 14 წლის წინ ეჭვიანობის გამო დავშორდი. ერთ დღეს გამოვუცხადე, სამუდამოდ მივდივარ-მეთქი და წავედი
,,ბლოგი“-ს მორიგი სტუმარია მარიამ ჩახვაძე.

ამინდი