რა ვითარებაში დაიკარგა საქართველოს ბანკიდან დიდი ოდენობით თანხა?
თარიღი : 31-10-2015, 19:55 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ერთ-ერთი ვერსიით, თანხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან გაიტანეს და ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე "რუსთავი 2"-ის კონცერტი მიმდინარეობდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაბათს, 24 ოქტომბერს "საქართველოს ბანკიდან" დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლაპარაკია "საქართველოს ბანკის" კუთვნილ ეროვნული და უცხოური ვალუტაზე, სულ 10 მილიონი ლარის ოდენობის თანხაზე. ერთ-ერთი ვერსიით, თანხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან გაიტანეს და ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე "რუსთავი 2"-ის კონცერტი მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინკასაციის მანქანა, რითაც "საქართველოს ბანკის" თავისუფლების მოედნის ფილიალიდან თანხა გაიტანეს, ძარცვის ობიექტი გახდა, ხოლო ინკასატორები, სავარაუდოდ, მიიმალნენ.
"ინკასაციის მანქანა ბანკის საცავიდან გატანილი ფულის კუპიურებით დაიტვირთა, ადგილიდან გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, მანქანა რადარებიდან გაქრა, ხოლო ინკასაციის ცვლის უფროსმა და მისმა სავარაუდო ხელშემწყობებმა მანქანა აღმაშენებლის გამზირთან მიატოვეს, სადაც ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც "საქართველოს ბანკმა" რადარებიდან მანქანის გაქრობის შესახებ შსს-ს შეატყობინა და მანქანა ძებნაზე გადასცეს", - გაავრცელა ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ.
"საქართველოს ბანკი" ადასტურებს, რომ მოხდა ინციდენტი, რომელზეც საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა, თუმცა არ ლაპარაკობენ დეტალებზე თუ რა ვითარებაში მოხდა ძარცვა, არც დაკარგულ თანხას აზუსტებენ.
"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით. ამ ფაქტით გამოწვეული შესაძლო ზარალი ბანკს სრულად აქვს დაზღვეული. საქართველოს ბანკი მუშაობას განარგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ხსენებულ ინციდენტს არ გამოუწვევია რაიმე სახის შეფერხება. ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებს", - ნათქვამია საქართველოს ბანკის განცხადებაში.
kvirispalitra.ge