Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში სახალხო ზეიმმა ბიძინა ივანიშვილის გარეშე ჩაიარა

თარიღი : 31-10-2015, 17:23 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახალხო ზეიმით აღინიშნება საჩხერის მუნიციპალიტეტში ,,აკაკის დღე–პოეზიის დღესასწაული". რაიონში ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყო. იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მანანა კობახიძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა სოფელ სავანის 5 –კილომეტრიანი გზის ახლადმოასფალტებული მონაკვეთი გახსნეს. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარით დაფინანსდა.

მოწვეულმა სტუმრებმა შემდეგ აკაკი წერეთლის ძიძისეულ კარ–მიდამოში გადაინაცვლეს, სადაც იმერული ქორწილის ცერემონია, ძველებური ხალხური თამაშობები, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი და ქართული ჭიდაობის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებები საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილებში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. სხვიტორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში ფოტოგამოფენა მოეწყო და კონკურსების ,,აკაკის კალამი“ - სა და ,,აკაკის პალიტრა“-ს გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. მოგვიანებით კი კინოფილმის ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“ ჩვენება შედგა.

დღის ბოლოს, მგოსნის ძეგლის პატივგება მოხდა, მოწვეულმა სტუმრებმა რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც ეთნოგრაფიულ კუთხეები იყო წარმოდგენილი. დღესვე, საჩხერის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს და დასკვნითი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.

საჩხერეში გამართულ ღონისძიებებს იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის წევრები, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საზოგადოების ცნობილი წევრები ესწრებოდნენ. სახალზო ზეიმზე ქვეყნის ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ელოდებოდნენ, თუმცა ღონისძიებამ ივანიშვილის გარეშე ჩაიარა.


ნანახია: 2496-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებამდე მუნიციპალიტეტში აქტიური სამზადისი ხორციელდება.
დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოკუთხეებთან გადაინაცვლეს, სადაც
ღონისძიებები პოეტის მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას მიეძღვნა. აქტივობები სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ– მუზეუმში და
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ, სოფელ სხვიტორში
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობის პროცესი გრძელდება.

ამინდი