ძლიერი წვიმის გამო ხონში მდინარე ცხენისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა

ხონში რამდენიმე დღეა წვიმს. ძლიერი წვიმის გამო მდინარე ცხენისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა. ხონის გამგებელის ზურაბ ჯიბუხაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, მოსახლეობისთვის ზარალი არ მიუყენებია და არც ნათესები განადგურებულა.
"ხონში რამდენიმე დღეა, გადაუღებლად წვიმს, ამიტომ მდინარე ცხენისწყალი ადიდდა. მე პირადად, ხონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მივედი ადგილზე, დავათვალიერე მდგომარეობა და მოსახლეობამ მითხრა, რომ საბედნიეროდ, მათ ზარალი არ მისდგომიათ", - განაცხადა ჯიბუხაიამ.