რომელი ქართველი პარლამენტარები ყიდულობენ ადგილობრივი წარმოების ტანსაცმელს?

ინტერვიუ სამკერვალო კომპანია „იმერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სიმონიძესთან.
სამკერვალო კომპანია "იმერი" ქუთაისში მდებარეობს. 2013 წლამდე, ძირითადად, გერმანული "ლუბეკისა" და იტალიური "მონკლერისთვის" საექსპორტოდ პროდუქციას კერავდა. ბოლო ორი წელია, ქუთაისში დარეგისტრირებულმა კომპანიამ გადაწყვიტა, ადგილობრივ ბაზარზეც შესულიყო. კომპანია დღეს სამი მაღაზიით (ქუთაისში-2, თბილისში -1) არის წარმოდგენილი.
- როდის დაფუძნდა კომპანია „იმერი" და ამჟამად რამდენ მაღაზიას ფლობთ?
- კომპანიას გააჩნია თითქმის საუკუნოვანი ისტორია, რომელიც იწყება 1928 წლიდან. დაარსებისას ეს იყო სამკერვალო გაერთიანება, მასში გაერთიანებული იყო დასავლეთ საქართველოში არსებული (ზესტაფონის, ჭიათურის, ლენტეხის, ზუგდიდის) შესაბამისი დარგის საწარმოები. გაერთიანება არსებობდა მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე. მისი დაშლის შემდეგ ფუნქციონირებას განაგრძობდა, როგორც ქუთაისის საწარმო, რომლის ძირითად პროდუქციას წარმოადგენდა სამხედრო ტანსაცმელი ე.წ „შინელი" (სამოქალაქო ტანსაცმლის მცირე რაოდენობასთან ერთად). 90-იანი წლებიდან ის სააქციო საზოგადოებად არის გადაკეთებული, აქციონერები კი ყოფილი თანამშრომლები არიან.
ჩვენ ძირითადად უცხოელ პარტნიორებზე ვმუშაობთ, გვყავს გერმანელი და იტალიელი პარტნიორები. წლის განმავლობაში მათ შეკვეთებს ვასრულებთ, ექსპორტს ჩვენი შეკვეთების 90 პროცენტი უკავია. შეკვეთებია ქალის და მამაკაცის ზედა ტანსაცმელზე. მათ შორის: მანტო, პალტო, ქვედაბოლო და ასე შემდეგ.
- თქვენი პროდუქციის მხოლოდ 10 პროცენტი რატომ რჩება ადგილობრივ ბაზარზე და თუ უწევთ კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქციას?
- საქართველო 3 მილიონიანი ქვეყანაა და წარმოუდგენელია მთელი მოცულობით შეხვიდე. რაც შეეხება კონკურენციას, ფაქტია, რომ ვუწევთ, იმიტომაც არის, რომ სამი მაღაზიით საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ.
- რომელ იტალიურ და გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობთ და ისინი თქვენი კონტაქტებით მოიძიეთ თუ სახელმწიფო დაგეხმარათ? ასევე როგორ უწევთ კონკურენციას იტალიურ და გერმანულ პროდუქციას?
- ჩვენს ინდუსტრიაში არის ასეთი შემდეგი მიმართულებები: ფირმა ქმნის მოდელს, თვითონვე ახდენს ქსოვილის შეძენას, ამის შემდეგ იწყებს მოდელის განთავსებას სხვადასხვა ფაბრიკებში. პირველი ხაზია, როდესაც ხდება დიზაინის შექმნა, მარკეტინგი. მეორე ხაზი -კერვა და დამუშავება. ჩვენ ამ მეორე ხაზზე ვართ, რომელიც გულისხმობს კერვას, დამუშავებას და დამკვეთისთვის მიწოდებას.
უკვე 15 წელია გერმანული კომპანია LEBEK-ისათვის ვასრულებთ დაკვეთებს. წელი გაყოფილია ორ სეზონად - საზაფხულო და საზამთრო. შეკვეთა ძირითადად ითვალისწინებს ქალის ნებისმიერი სახის ტანსაცმლის შეკერვას (ქურთუკი, შარვალი, პიჯაკი, მაისური, კაბა და სხვა). გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ იტალიურ კომპანია „ეგერიასთან". როდესაც LEBEK-ი საქართველოში შემოვიდა, ქვეყანაში უმძიმესი პერიოდი იყო. ის თბილისის ერთერთ სამკერვალო ფაბრიკასთან მუშაობდა. მასთან დაკავშირებაც მაშინ მოხდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოში არავინ არ შემოდიოდა. ამ ფირმამ მაშინ გარისკა, რაც არც მათთვის დამთავრდა ცუდად და არც ჩვენთვის.
რაც შეხება სხვა პარტნიორებს, ჩვენ მუდმივად ვართ მოძიების პროცესში. გვყავდა თურქები, იტალიელები, თუმცა, მუდმივი კლიენტი არც ისე ხშირია ბაზარზე.
- რამდენად აქტიურად ხდება პროდუქციის გაყიდვები და ძირითადად, რომელ სეგმენტზეა გათვლილი?
- ძირითადად, საშუალო ფენაზეა გათვლილი. ჩვენი მომხმარებლების კატეგორიას ძირითადად, პედაგოგები, ექიმები და სტუდენტები წარმოადგენენ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან პოლიტიკოსებიც იმოსებიან. მაგალითად, პარლამენტის წევრები.
- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელი პარლამენტარია თქვენი მომხმარებელი?
- მაგალითად, გია ჟორჟოლიანი, ირაკლი ტრიპოლსკი, მიხეილ მაჭავარიანი.
- ძალიან ბევრი ბიზნესმენი ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისს უკავშირებს გაყიდვების შემცირებას. თქვენს შემთხვევაში როგორ არის, საზოგადოებამ ფულის დაზოგვა დაიწყო, ან კრიზისის გამო, ხომ არ მოგიხდათ ფასების ზრდა?
- არ გაგვიზრდია ფასები და ეს ყველაფერი მოგების შემცირების ხარჯზე მოხდა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ფასები დაგვეჭირა. რაც შეეხება აქტივობას, გასულ წელს ბევრად უფრო დაბალი აქტივობა იყო, ვიდრე წელს. მიმდინარე წელი ბევრად უფრო აქტიურია. ის მოდელები, რომელიც საერთოდ არ იყიდებოდა გასულ წელს, ამ წელს მოთხოვნადი გახდა. თუმცა, რატომ და რა მიზეზით, ამის ახსნას ჩვენც ვცდილობთ.
- სამომავლოდ, თუ აპირებთ ან კომპანიის გაფართოებას, ან მაღაზიების დამატებას?
-თ უ გაყიდვების ეს ტემპი შენარჩუნდა, მომავალი წლიდან წარმადობას 10 პროცენტით გავზრდით. ეს გაზრდილი წილი კი ადგილობრივ ბაზარზე წილის გაზრდაში გამოიხატება. ასევე გაიზრდება ევროპის ბაზარზე შეკვეთების რაოდენობაც. გარდა ამისა, თბილისში, მომავალი შემოდგომიდან კიდევ ერთი მაღაზიის დამატებას ვგეგმავთ.
- რამდენი ადამიანია დასაქმებული და ხომ არ დგას კადრების მოძიების პრობლემა?
- 400 ადამიანი მყავს დასაქმებული. ზოგადად, კადრების ნახვა ძალიან რთულია. როდესაც ვაკანასია ჩნდება, დიდი ძალისხმევა გვჭირდება ხოლმე, რომ კვალიფიცური კი არა, ამ დარგში სურვილის მქონე ადამიანი მაინც ვიპოვოთ. როდესაც ადამიანს ავიყვანთ, ჩვენ თვითონვე ვზრუნავთ მათ ზრდაზე.
- ბიზნესგარემოში რას შეცვლიდით საქართველოში?
-ყველაფერი ნორმალურადაა, არანაირი საყვედური არც სახელმწიფოს, არც ბანკებს. ერთადერთი, რაც მინდა რომ შეიცვალოს, არის პროფესიულ სასწავლებლებისადმი მიდგომის შეცვლა. დღეს რაც კი ასეთი სასწავლებელი არსებობს, მათგან არცერთი არ ამზადებს მკერავებს. სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებზე საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა, სამკერვალო ფაბრიკებზე ეს არ აისახება. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამას ყურადღებას მიაქცევს.
- დღეს არსებული ბიზნესგარემოდან გამომდინარე, დამწყები რომ იყოთ, ახლა ბიზნესს დაიწყებდით, ან ამ ბიზნესს დაიწყებდით თუ სხვა სექტორზე იფიქრებდით?
- ახლა რომ ვიწყებდე და ის თანხა მქონდეს, რაც ამ ბიზნესის დაწყებას სჭირდება, ნამდვილად არ დავიწყებდი. ძალიან მძიმე შრომას დებ აქ, დღე და ღამე მუშაობ, თუმცა, ამას ადეკვატური შემოსავალი არ მოაქვს. საქართველოში ბევრად ნაკლები შრომით, ბევრად მეტი მოგება მიიღწევა.
commersant.ge