"მის საქართველო 2015"-ის ქუთაისელი მონაწილის გეგმები და მოლოდინები

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში „მის საქართველო 2015 ჩატარდება. კონკურსში გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ქუთაისელი ნანა დეისაძე იბრძვის. ნანა დეისაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. როგორც თავად ამბობს, უყვარს მისი პროფესია და საზოგადოებას რაოდენ ბანალურადაც არ უნდა მოეჩვენოს, უყვარს ასევე მოგზაურობა,კითხვა და ფიქრი,ფიქრი ყველაფერზე. კონკურსამდე ერთი დღით ადრე ნანა დეისაძეს ჩვენი ჟურნალისტი თიკო ძოძუაშვილი ესაუბრა.
,,როგორც ყველა ბავშვს, მეც პატარობიდანვე მინდოდა მოდელობა და კონკურსებსაც ვადევნებდი თვალს. პირველად 2010 წელს ,,ელიტ მოდელ ლუქის“ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ვთვლი, რომ წარმატებული იყო. 14 წლის ასაკში რვაასი კონკურსანტიდან ოცეულში მოვხვდი, მაგრამ ასაკმა და საცხოვრებელმა გარემომ არ მომცა შესაძლებლობა გავყოლოდი მოდელობას,თუმცა ის ჩემს გატაცებად ნამდვილად დარჩა.“
-რას ნიშნავს ,,მის საქართველო 2015“-ის მონაწილედ ყოფნა?
მიხარია,რომ 21 კონკურსანტს შორის მოვხვდი და ქუთაისს წარმოვადგენ. თუმცა, ვიცი რა რთულ და დაძაბულ რეჟიმში უწევთ გოგონებს ყოფნა და ამიტომ თავს ვიკავებდი კონკურსში მონაწილეობის მიღებისგან, მაგრამ ჩემი მეგობრებისა და ახლობლების თხოვნით, მაინც მივედი ,,ქასთინგზე“ და შედეგიანადაც დასრულდა.
-როგორია სამზადისი ფინალისთვის?
ვმუშაობთ ინტენსიურად,რომ მაქსიმალურად ვიყოთ ფორმაში ფინალისთვის. ასევე, ამ დროის განმავლობაში გვქონდა გასვლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გასვლებს როგორც საქმიანი, ისე კულტურული დატვირთვა გააჩნდა.
-როგორია დამოკიდებულება კონკურსანტებს შორის?
-ზოგადად,დამოკიდებულება ყველას კარგი ჰქონდა ერთმანეთთან,მაგრამ რაც უფრო მივუახლოვდით ფინალს,მით უფრო იმატა დაძაბულობამაც. ამ ყველაფრის მიუხედავად,მაინც მოვახერხე მეპოვა რამდენიმე ადამიანი,რომლებთანაც ყოველგვარი კონკურენციის გარეშე ვიმეგობრებდი.
-როგორია ნანას ,,საფინალო“ მოლოდინი?
რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკვირდებით და ჩვენეულ დასკვნებსაც ვაკეთებთ.გარდა კონკურსანტის გამოცდილებისა, ასევე მნიშვნელოვანია დამოკიდებულებები და ურთიერთობები ზოგადად მედია საშუალებებთან. ფინალამდე ერთი დღით ადრე ჟიურის წევრებს ვხვდებით ინდივიდუალურად და იქ გადაწყდება ვინ მოხვდება ხუთეულში და ვინ გახდება გამარჯვებული. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, ყოფილა შემთხვევები ხუთეულში შემავალ წევრებს ფინალზე ,,თავი ვერ გამოუჩენიათ“ და ჟიურისაც იქვე შეუცვლია გადაწყვეტილებები.
-აპირებთ თუ არა მომავალში განაგრძოთ სამოდელო კარიერა?
სამოდელო სააგენტო ,,იმიჯ ცენტრთან“ სამწლიანი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული და ვაპირებ გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რაც მომეცემა ამ პერიოდის განმავლობაში,ძალიანაც რომ არ ჩამოვშორდე სამოდელო სფეროს. მიხარია, რომ კონკურსში მოვხვდი და ამ ეტაპისათვის, ჩემთვის ხუთეულში მოხვედრაც საკმარისი იქნება.გამარჯვება არ მინდა,რადგან ვიცი როგორ იცვლება შემდეგ ამ გოგონების ცხოვრება. არ მინდა მეგობრები დავკარგო. მინდა უფრო მეტი დრო სწავლას დავუთმო და ნაკლებად მოვექცე ყურადღების ცენტრში.