ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დები იშხნელების ძეგლი გარეცხეს
თარიღი : 30-10-2015, 20:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით არსებულ ძეგლებს სპეციალური სამსახური დაასუფთავებს. სამუშაოები დღეს ქალაქის ცენტრალურ ბაღში მდებარე დები იშხნელების ძეგლით დაიწყო. ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" სამსახურმა ძეგლი ხსნარებით გაასუფთავა დაწყლის ჭავლით ჩარეცხა. როგორც სამსახურში აცხადებენ, მსგავსი ტიპის სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ყველა ძეგლსა თუ სკულპტურულ ნამუშევარს ჩაუტარდება.
