Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბინების შეძენას აპირებს

თარიღი : 30-10-2015, 19:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება 40-მდე ბინის შეძენას გეგმავს. როგორც ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბინები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

"ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ატარებს ბაზრის კვლევას. დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ! მერიას განზრახული აქვს სოციალურად დაუცველ პირთათვის, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, შეიძინოს არანაკლებ 40 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ფართი/შენობა. შენობა უნდა იყოს დასრულებული, გარემონტებული, აღჭურვილი საჭირო ავეჯით და ტექნიკით.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იწვევს სამშენებლო ფირმების წარმომადგენლებს და ასეევე მათ, ვისაც საკუთრებაში აქვთ დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი შენობები. ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვთ მობრძანდნენ ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, რუსთაველის გამზირი #3(ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მეორე სართული) რათა განისაზღვროს ქუთაისის ტერიტორიაზე საცხოვრებლად ვარგისი შენობების სავარაუდო ღირებულება," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 2284-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი 6 500 სოციალურად დაუცველ ოჯახზე განხორციელდება.
სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სულ 60 ოჯახი გადაიხურება.
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტრადიციულად, სააღდგომო ნობათებს გადასცემს.
მერიის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველი პირების საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდნენ.

ამინდი