წყალბურთში ქუთაისის გარდამავალ თასს უნგრელები დაეუფლნენ
თარიღი : 30-10-2015, 19:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალბურთში ქუთაისის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად ტურნირი დასრულდა. ტურნირში, რომელიც საერთაშორისო იყო, სულ 6 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს ქუთაისის და უნგრეთის რესპუბლიკის ქალაქ სომბათჰეის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სომბათჰეის გუნდი ერთ-ერთი წარმატებული და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გმარჯვებულია. სპორტული ღონისძიების დახურვას „ლაგუნა ქუთაისის“ ბაზაზე ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს. შეგახსენებთ, რომ ტურნირი ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ დააფინანსა. ქუთაისის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად კი ბრძოლა მესამედ გაიმართა.