"ქუთაისმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ საქმეში, რასაც ჩემი მუსიკასთან დაკავშირება ჰქვია"

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები გია ყანჩელს შეხვდნენ.
" მე ლექციებს არ ვკითხულობ, კონკრეტული თემატიკა არ მაქვს განსაზღვრული. უშუალოდ იმ კითხვებს ვუპასუხებ, რაც აუდიტორიიდან წამოვა. თავის დროზე ქუთაისმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ საქმეში, რასაც ჩემი მუსიკასთან დაკავშირება ჰქვია. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი ქუთაისში გეოლოგიურ პრაქტიკაზე და მაშინ, სწორედ აქ ჩამოვწერე ის პროფესიები, რომლებიც ბევრ სიარულს არ საჭიროებდა. ერთი ასეთი დარგი იყო მუსიკა და ამის შემდგომ ჩემი ბედი დაუკავშირდა მას,"-ამბობს გია ყანჩელი.
კომპოზიტორი ქუთაისს დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ესტუმრა.
"მე რამდენიმე წლის წინ ვიყავი ქუთაისში და მაშინ სტუდენტებთან ჩემი შეხვედრისას სასაუბრო თემა სწორედ ბატონ გიას და მის შემოქმედებას შეეხებოდა. მე მაშინ მათ დავპირდი, რომ ვეცდებოდი უშუალოდ გია ანჩელთან შემეხვედრებინა ისინი და მიხარია, რომ ეს შევძელი",-ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.
დღესვე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გია ყანჩელის საიბულეო საღამო გაიმართება, სადაც ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
"როგორც მითხრეს, ყველა ბილეთი გაყიდულია,მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ვერ შესძლეს ბილეთის შეძენა, ვაძლევთ საშუალებას ჩვენს რეპეტიციას დაესწრნონ, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,"-ამბობს გია ყანჩელი.
თამუნა სხულუხია