Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში კულტურული ცხოვრება გააქტიურდა"

topnews.com.ge
ქუთაისის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. როგორც Topnews.com.ge-ს სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა განუცხადა, კულტურული ღონისძიების კუთხით ადგილობრივი ხელისუფლება შემოდგომიდან გააქტიურდა.

"ზაფხულში კულტურული ღონისძიებების ნაკლებობაა, რადგან ხალხი ქალაქიდან გასულია. შემოდგომიდან გავაქტიურდით. საგამოფენო დარბაზ "ვარლა"-ში მხატვართა გამოფენა მიმდინარეობს. 30 ოქტომბერს ორი დიდი ღონისძიება გვაქვს: მესხიშვილის თეატრის სცენაზე ყანჩელის საიუბილეო საღამო და ოპერის თეატრში საღამო ტრიო "თბილისი"-სა და კომპოზიტორ ნანა მესხის ერთობლივი შესრულებით. ვგეგმავთ ოტია იოსელიანისა და გონერ ჭეიშვილის საღამოების ჩატარებას. წლის ბოლომდე თითქმის ყველა დღე დატვირთულია ღონისძიებებით," - ამბობს ვაჟა ჯუღელი.

ცნობისთვის, ქუთაისის მერიის ბიუჯეტში კულტურული ღონისძიებებისათვის მიმდინარე წელს 912 000 ლარია განსაზღვრული.


ნანახია: 2356-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქუთაისში წლის ბოლომდე საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიებების ჩატარება იგეგმება,' - აღნიშნულ განცხადებას საინფორმაციო სააგენტო
ა(ა)იპ 'ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა' და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის
საფესტივალო ღონისძიებებს ქალაქის ცენტრალური მოედანი დაეთმობა 12:00-19:00 საათებში დაეთმობა.
თეთრი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს განეკუთვნება. მისი რეაბილიტაციისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 445 000 ლარია განსაზღვრული.

ამინდი