ქუთაისს ჩოგბურთის კორტების მოწყობაში პარლამენტარები დაეხმარებიან

ქუთაისში ჩოგბურთის კორტები თანამედროვე სტანდარტებით უნდა მოეწყოს. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა და ჩოგბურთის ფედერაცის პრეზიდენტმა კორტების დათვალიერებისას განაცხადეს. მათი თქმით, ქუთაისში სპორტის ამ მიმართულებით მოსაწყობია როგორც დარბაზები, ასევე კორტები. პარლამენტარებმა ისიც აღნიშნეს, რომ აღნიშნული მიმართულებით ქუთაისს დაეხმარებიან.
,,ჩვენ რაც შეგვიძლია, საკანონმდებლო კუთხით დახმარებას აუცილებლად აღმოვუჩენთ ქუთაისს. როგორც ვნახეთ და გავიგეთ, აქ ძალიან ბევრი ბავშვი მოდის სავარჯიშოდ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ბავშვები დავაკავოთ სპორტით,“-აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
კორტების თანმედროვე სტანდარტებით მოწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა ქუთაისის მერმა. შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აუცილებელია, რათა მოხდეს სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობა.