500 ლარით დაჯარიმებულმა „სტაიანშიკებმა“ ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს
თარიღი : 29-10-2015, 23:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიასთან "სტაიანშიკებმა" საპროტესტო აქცია გამართეს.
ავტოსადგომის 12 მეთვალყურის თქმით, ავტომფლობელისგან პარკირებისთვის არაკანონიერად თანხის აღების გამო, ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
აღნიშნული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით განისაზღვრა,რომელიც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ იქნა გამოწერილი.
აქციის მონაწილეები აღნიშნული ჯარიმის გაუქმებასაც ითხოვენ და აცხადებენ,რომ მათ თანხა აჩუქეს და არავისთვის არაფერი გამოუძალავთ.აქციის მონაწილეების თქმით აღნიშნული ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებენ.
ე.ს სტაიანშიკების აქციას ქუთაისის მერიაში გამოეხმაურნენ, ადგილობრივ ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ჯარიმები მერიას არ ეხება და ეს საკითხი შემოსავლების სამსახურის პრეროგატივაა.
შეგახსენბთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქალაქის მასშტაბით პარკირება წლის ბოლომდე უფასოა, შესაბამისად "სტაიანშიკების" მხრიდან მოსაკრებლის აღება კანონდარღვევაა.