"აკაკიობა,"- საჩხერე ზეიმისთვის და ბიძინა ივანიშვილის ვიზიტისთვის ემზადება

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტი "აკაკის დღე – პოეზიის დღესასწაული 2015" -ს ზეიმობს. ღონისძიებამდე მუნიციპალიტეტში აქტიური სამზადისი ხორციელდება. საჩხერეში დაგეგმილ ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან.
Topnews.com.ge ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროგრამას გთავაზობთ.
11:00 – საჩხერე - სავანის მიმართულება, ახალმოასფალტებული საავტომობილო გზის სავანის მონაკვეთის გახსნა;
11:30 – სავანე – ძიძისეული კარმიდამო, მასობრივი საზეიმო სახალხო სანახაობა მგოსნის ძიძისეული ქოხის ეზოში:
– მხატვრული ნაწილი;
– ძველებური ხალხური თამაშობები;
– იმერული ქორწილის ცერემონიალი;
– მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის ფინალი ქართულ ჭიდაობაში „ბაში–აჩუკის“ პრიზზე.
14:00 – სხვიტორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი:
– მუზეუმის დათვალიერება;
– ფოტოგამოფენათა დათვალიერება;
– ოფიციალური ნაწილი (მწერლების, ხელოვნების, მეცნიერების წარმომადგენელთა გამოსვლები);
– კონკურსების „აკაკის კალამი“ და ,,აკაკის პალიტრა“ – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი;
– აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების თემაზე მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია;
– ერთდროული საჭადრაკო სეანსი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის მონაწილეობით როსტომ წერეთლის პრიზზე;
– ლიტერატურული კომპოზიცია – „ცა–ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო“.
15:00 – საჩხერის კინოთეატრი
ვასილ ამაშუკელის პირველი ქართული დოკუმენტური კინოფილმის – „აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს“ – ჩვენება
(აღდგენილი ვერსია).
16:00 – საჩხერე – რკინიგზის სადგურის მოედანი
– აკაკის ძეგლის შემკობა;
– რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება;
– ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება;
– ახალი სახალხო დღესასწაულის – „საჩხერლობა –2015“ პრეზენტაცია.
– საჩხერის საპატიო მოქალაქეების არჩევის ცერემონიალი;
17:00 – საზეიმო დასკვნითი კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.