იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები: ოცნების გადადგომას მოვითხოვთ
თარიღი : 4-10-2013, 16:18 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისში, იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, საკანონმდებლო ორგანომდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეუსრულებელი დაპირებები შეახსენეს.
„თინა ხიდაშელის, უსუფაშვილის და „ოცნების“ გადადგომას მოვითხოვთ. ნუ დახოცეს ეს ხალხი. ხალხი რომ უნდოდათ მაშინ ხომ იყო კარგი? გრძელვადიანი სესხები გვინდა, ჩუქებას ხომ არ ვითხოვთ? იძულებული ვხდებით ნინო ბურჯანაძეს მივცეთ ხმა. თუ მარგველაშვილმა გაიმარჯვა, მაშინ ეს არჩევნები გაყალბებულია. რას ვითხოვთ ასეთს? 250 მილიონი ეყოფა ჩვენს პრობლემას,“ - აცხადებენ იპოთეკარები.
„აღსრულების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც 6 თვით გამოსახლებების შეჩერებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაახლოებით ორი თვის წინ მიიღო. ხოლო მთავრობის უარყოფითი დასკვნის შემდეგ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა. ამ დროისათვის დეპუტატებსა და მთავრობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. საკითხის განხილვის თარიღად კი დეკემბერი სახელდება.