"მოგზაურობა დროში,"- ახალგაზრდული ფესტივალი იმერეთისა და ქუთაისის პოპულარიზაციისთვის

ქუთაისში ახალგაზრდული ფოლკლორული ფესტივალი „მოგზაურობა დროში“ გაიმართება. ფესტივალს ქუთაისი 31 ოქტომბერს უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანს ეროვნული კულტურული ხელოვნების და ფოლკლორული ანსამბლების პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა და ამ პროცესებში ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობა, ასევე, ქუთაისში ახალგაზრდული საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალების ჩატარების კულტურის დანერგვა და მისი საფესტივალო ქალაქად ჩამოყალიბება წარმოადგენს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედების მაყურებლისათვის წარდგენა, ხალხური რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ფოლკლორული ფოტო სალონის „დროში მოგზაურობა“ ორგანიზება, ქუთაისის აკადემიურ და ოპერის თეატრებში დაცული თეატრალური კოსტიუმების გამოფენა (თეატრების ფოიეში) და თოჯინების თეატრის უნიკალურ თოჯინათა გამოფენა. ასევე, სახალხო სეირნობას ეროვნულ კოსტიუმებში და ერევნიდან და მოლდავეთიდან ფოლკლორული ანსამბლის მოწვევას. მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 6-დან 24 წლის ჩათვლით.
საფესტივალო ღონისძიებებს ქალაქის ცენტრალური მოედანი დაეთმობა 12:00-19:00 საათებში დაეთმობა. ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
"ფესტივალი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებას და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, ქუთაისისა და იმერეთის, როგორც მდიდარი ისტორიული წარსულის და მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციების მქონე რეგიონის იმიჯის ხაზგასმასა და წარმოჩენას. გარდა ამისა, ქალაქის კულტურული დაწესებულებების ისტორიული სახის პოპულარიზაციას," - აცხადებენ სამსახურში.