ქუთაისში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი იმართება

მიმდინარე წლის 29-30 ოქტომბერს ქუთაისი ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016’’-ს მასპინძლობს. ღონისძიება ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე გაიმართება.
ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის მიზანს ქართული მემკვიდრეობის დაფიქსირება, შენარჩუნება, ხალხური შემოქმედების აღორძინება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.