Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რობოტის დახმარებით ახსნილი სიყვარული და მომავლის ტექნოლოგიების სპეციალისტები ქუთაისში

თარიღი : 29-10-2015, 11:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დოქტორანტები თეიმურაზ სახელაშვილი და გიორგი ჩაჩუა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობენ და ჩაშენებული სისტემების სპეციალისტები არიან. მათ სტაჟირება გერმანიაში (კაიზერსლაუტერნის ტექნიკურ უნივერსიტეტში) გაიარეს, საიდანაც 4 ახალი საგანი ჩამოიტანეს და წერეთლის უნივერსიტეტში დანერგეს.

„ჩაშენებული სისტემები“ სპეციალური პროგრამირებადი დაფებია, რომლებიც სხვადასხვა მოწყობილობაში გამოიყენება (მაგ:მიკროტალღურ ღუმეშლი, წვენის ჩამომსხმელ აპარატებში). ამ მოწყობილობების რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც დარგის შემდგომ პოპულარიზაციას განაპირობებს. ამ დარგის კოორდინატორებმა კი ქუთაისში, სტუდენტებთან ერთად შექმნეს ახალი ტიპის პროგრამირებადი რობოტები.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროგრამირებადი რობოტი, რომლებიც ჩვენს სტუდენტებთან ერთად შევქმენით. ჩვენ ბავშვებს ჯერ ვაძლევთ საბაზისო ცოდნას რა? როგორ? და შემდგომ ვაძლევთ მასალას და ვუქმნით ყველანაირ პირობას სამუშაოდ,"- ამბობს თეიმურაზ სახელაშვილი.

პირველი რობოტი მათ 2013 წელს დააპროექტეს. ისინი შესაბამისი სენსორების საშუალებით სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. შეუძლიათ მანძილის გაზომვა, წინაღობების გადალახვა, ქართულ ენაზე დავალებების შესრულება და ტექსტის წარმოთქმა.

„ჩვენ ყველა იმ გრანდიოზულ ღონისძიებებში და გამოფენებში ვიღებთ მონაწილეობას, რომელიც საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ტარდება. „ჩაშენებული სისტემების“ ლაბორატორიაში ეწყობა ღია კარის დღეები, სადაც ბავშვებს უშუალოდ ეძლევათ საშუალება ნახონ, ხელით შეეხონ და თვითონ ააწყონ რობოტები. უნივერსიტეტის სტუდენტების დაინტერესება ძალიან დიდია, როცა მათ „ჩაშენებული სისტემების“ სასწავლო მოდულის არჩევა უწევთ, თუმცა სამწუხაროდ სტერეოტიპების გამო, ბიჭები დომინირებენ,“ -აცხადებს გიორგი ჩაჩუა.

http://topnews.com.ge/photo/news/20151029112941.png


ჩაშენებული სისტემების კოორდინატორების და სტუდენტების მიერ ერთობლივად შექმნილი რობოტების პირველი წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მოხდა. „საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე“ მომხსენებლების და მოცეკვავე რობოტის გამოსვლამ აუდიტორიაზე პოზიტიურად იმოქმედა და ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია.

http://topnews.com.ge/photo/news/20151029113024.png


ახალ სპეციალობას უკვე ჰყავს წარმატებული სტუდენტები, რომლებმაც მიღებული ცოდნის საფუძველზე თავად აპროექტებენ რობოტოტექნიკას, მათ შორის ერთერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტი კი სალომე ონიანია, რომელიც მეგობრებთან ერთად სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჩაშენებული სისტემების“ მაგისტრატურაში.

"რაც შეეხება ხელშეწყობას, უნივერსიტეტი გვეხმარება, მაგრამ ბიუროკრატიის გამო, ცოტა რთულად ხდება ამ ხელშეწყობის განხორციელება. საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა გვიწევს,"-ამბობს თეიმურაზ სახელაშვილი.

გიორგი ჩაჩუა და თეიმურაზ სახელაშვილი ახლახანს დაბრუნდნენ სტამბოლიდან, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა.

"ჩვენ ვცდილობთ გავეცნოთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, დავამყაროთ კონტაქტი წარმატებულ კომპანიებსა და საწარმოებთან. სტამბოლში გამართულ გამოფენაში კომპანიების წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვაქვს ახალი სპეციალობა „ჩაშენებული სისტემები“, რომელიც ზრდის ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ შეუძლიათ ისინი თავიანთ კომპანიებში დაასაქმონ საქართველოში. მათი მხრიდან დაინტერესება იყო ძალიან დიდი. ის რასაც ვაკეთებთ არის მომავლის ტექნოლოგია, ხვალ და ზეგ ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდება,"-ამბობს გიორგი ჩაჩუა.

"ჩაშენებული სისტემების” დანერგვის პირველი ფაზა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდა, მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე (mbd.ge). ჩვენი ახალი პროექტის მიზანია შვექმნათ გოგონა რობოტი, რომელზედაც უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, "-ამბობს თეიმურაზ სახელაშვილი.

სტუდენტების მიერ შექმნილ რობოტებს სიყვარულის ახსნაც შეუძლიათ. სწორედ მისი დახმარებით აუხსნა სიყვარული ერთ- ერთმა სტუდენტმა გვერდით ოთახში მყოფ გოგონას. რობოტი მივიდა მასთან და უთხრა ის სიტყვები, რაც ბიჭმა მის პროგრამაში ჩადო.

ამჟამად ლაბორატორიაში 3 რობოტია შექმნილი და დიდი ალბათობით მათი რიცხვი უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2191-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოგონება სკოლის მოსწავლეებს - 13 წლის იონა იობიძეს, 17 წლის გიორგი ურატაძესა და 11 წლის ზურა კიკალიშვილს ეკუთვნით, რომლებიც
სასწავლებლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის კონსტანტინე სირბილაძის თქმით, მიმდინარე სასწავლო წელს იგეგმება უნივერსიტეტის
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
წარწერამ უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და სტუდენტების დაინტერესება თანაბრად გამოიწვია.
შეკრებილმა ახალგაზრდებმა მათ პრობლემებზე ისაუბრეს და წერეთლის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება.

ამინდი