Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვების წინააღმდეგ სანქციების გატარება გრძელდება

თარიღი : 28-10-2015, 19:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისისთვის ქალაქის ქუჩებში მოსეირნე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კვლავ პრობლემად რჩება. ააიპ "სპეციალური სერვისები"-ს ადმინისტრაციის მხრიდან მოქალაქეების გაფრთხილებისა და პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის მიუხედავად, პირუტყვი ქალაქს მაინც აწუხებს.

ორგანიზაციის უმეთვაყურეოდ დარჩენილ ცხოველთა მონიტორიგის ჯგუფის მუშაკებმა ორი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დღეს, 26 მაისის ქუჩაზე, #5 საჯარო სკოლის უკან დაიჭირეს და საპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აყვანა მოხდა ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის გვერდით არსებულ სკვერშიც.

http://topnews.com.ge/photo/news/20151028191923.png


" ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველას, ვინც პირუტყვის პატრონია, ნუ დატოვებენ მათ უმეთვალყურეოდ ქალაქის ტერიტორიაზე. წინაღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით დადგენილი ზომები, რადგან მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოსახლეობამ არ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა მის კუთვნილებაში მყოფი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათანადო მოვლა-პატრონობის შესახებ და შინაური ცხოველები კვლავ რჩებიან უმეთვალყურეოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში. აქედან გამომდინარე ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" ინტენსიურად დაიწყო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება," - აცხადებს ააიპ "სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.


ნანახია: 2449-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"სპეციალური სერვისები" ქუთაისში, ქალაქის ქუჩებში მოსიარულე მსხვილფეხა რქოსდან პირუტყვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ქალაქის ქუჩებში უმეთვალყურეოდ მოსეირნე ცხოველებზე ინსპექტირებას 'სპეციალური სერვისების' ჯგუფები ახორციელებენ.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე თავისუფლად გადაადგილდება.
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით აღმოჩენილ უმეთვალყურეოდ დარჩენილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე ზედამხედველობა ააიპ "სპეციალურ
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რქოსანი პირუტყვი ქალაქის ქუჩებში არსებულ ნარგავებს აზიანებს.

ამინდი