წყალბურთში ქუთაისის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად ბრძოლა მიმდინარეობს

წყალბურთში ქუთაისის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად ტურნირი გაიხსნა. ტურნირში, რომელიც 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, სულ 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სპორტული ღონისძიების გახსნას „ლაგუნა ქუთაისის“ ბაზაზე ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები და წყალბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ტურნირი საერთშორისოა და მასში უნგრეთის რესპუბლიკის ქალაქ სომბათჰეის წყალბურთელები იღებენ მონაწილეობას. ტურნირს ქუთაისის მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთინება აფინანსებს. ქუთაისის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად ბრძოლა მესამე წელია მიმდინარეობს.