ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს
თარიღი : 28-10-2015, 16:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ თვითმმართველობის სახელით სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრად ტკბილეული და სასურსათო პროდუქტები გადასცეს. მერიის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველი პირების საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდნენ, მათ პრობლემებს გაეცნენ და შეძლებისდაგვარად დახმარება აღუთქვეს.