"იუმორი", -ნიკა ქავთარაძის საჯარო ლექცია ქუთაისელი სტუდენტებისთვის
თარიღი : 28-10-2015, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იუმორის თემაზე საჯარო ლექციას წაიკითხავს. ლექცია მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე სასწავლებლის სააქტო დარბაზში არის ჩანიშნული. იუმორისტი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვა. ლექციაზე დასწრება თავისუფალია.