ზესტაფონში ავტორბოლისთვის ემზადებიან

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ზესტაფონში სამოყვარულო წყვილთა რბოლა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ზესტაფონის ავტომოყვარულთა კლუბია ( ZAC ), ხოლო გენერალურ სპონსორს ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა და ბენზოგასამართი სადგურების ქსელი - Frego წარმოადგენენ.
როგორც ცნობილია, რბოლის დროს კლასები დაიყოფა შემდეგნაირად : RWD , FWD , AWD. ღონისძიებაში ონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია.
"მოქმედი პროფესიონალური ლიცენზიის მქონე მრბოლელები შეძლებენ მონაწილეობას წინა, უკანა და ოთხივე წამყვან კლასში გაუმზადებელი მანქანებით. აქვე ავღნიშნავთ იმასაც,რომ AWD კლასში მონაწილეების არასაკმარისი რაოდენობის (8) შემთხვევაში, კლასი გაუქმდება და ჩატარდება ABSOLUT კლასი. AWD კლასის წარმომადგენლები პირდაპირ მოხვდებიან ABSOLUT კლასში- წინა და უკანა კლასების პრიზიორებთან ერთად და იმ პროფესიონალებთან ერთად, ვინც იქნება გამზადებული მანქანით. პროფესიონალების მიმართ გარკვეული შეზღუდვა ვფიქრობთ რომ სამართლიანია გამომდინარე იქედან, რომ ყველა მონაწილის შანსი იყოს თანაბარი ამ შეჯიბრზე," - აცხადებენ ზესტაფონის ავტომოყვარულთა კლუბში.
აღსანიშნავია, რომ არც ერთ კლასში არ დაიშვება სპორტული (სლიკები) და ნახევრადსპორტული (ნახევრადსლიკები). აგრეთვე, "ექსტრიმ-პერფორმანსი" და "ტრექ-დეი"-თ კვალიფიცირებული საბურავები. აბსოლუტურ კლასში დაიშვება მხოლოდ ნებისმიერი ძარიანი ავტომობილი განურჩევლად წამყვანი თვლებისა და სიმძლავრისა.
მონაწილეების დაწყვილება მოხდება კვალიფიკაციით. რეგისტრაცია გაიმართება ადგილზე, 10:00 საათამდე. შეჯიბრი დაიწყება 10:30 – 11:00 საათზე. მონაწილეობის ღირებულება 40 ლარია.
საპრიზო ფონდი 2 900 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ზესტაფონის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააწესა. ხოლო კიდევ ერთი სპონსორი Frego საწვავს გასცემს.