სოფელ გოდოგანში მცხოვრებ ოჯახს საკუთარ სახლში არ უშვებენ

კვიმსაძეების ოჯახმა საკუთარ სახლში შესვლის უფლება სამი თვის წინ დაკარგა.
იმის გამო რომ წასასვლელი არასად აქვთ, ცხოვრება ღია ცის ქვეშ, დაკარგული სახლის აივანზე უწევთ.
სოფელ გოდოგანში მდებარე ორსართულიანი სახლი ლამარა კვიმსაძემ და მისმა მეუღლემ იპოთეკით 2010 წელს, 15 ათასი დოლარის სანაცვლოდ დატვირთეს. ეკონომიკური პრობლემების გამო, თანხის გადახდა ვერ შეძლეს. აღსრულების ბიურომ სახლი ოჯახს იძულებით დაატოვებინა და შენობა დალუქა.
"3 თვეა ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. ვცხოვრობ იმ სახლის აივანზე, რომელი სახლის მშენებლობას და მოწყობას მე და ჩემმა მეუღლემ მთელი ცხოვრება შევწირეთ. სახლში შესვლის და ტანსაცმლის გამოტანის უფლებაც კი არ მაქვს. რაც გვეცვა სამი თვის წინ როცა სახლი დაგვატოვებინეს, ის მაცვია ახლაც. ზამთარი მოდის. ალბათ გავიყინებით მე და ჩემი მეუღლე,"- აცხადებს ლამარა კვიმსაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "იმერეთის იპოთეკით დაზარალებულთა" ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვიმსაძეების ოჯახის მსგავსად, ქუთაისში საკუთარი სახლი 500 -ზე მეტმა ოჯახმა დაკარგა. მათი დიდი ნაწილი ამ დრომდე აივნებზე და სარდაფებში ცხოვრობს. დარეჯან სულაქველიძის განმარტებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მთავრობა დევნილების მესამე ტალღას მიიღებს.
აღნიშნული პრობლემის მეტ-ნაკლებად გადაჭრას ემსახურება "პოლიციის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე შესულია. ცვლილებების მიხედვით, ქონების ფორმალური მესაკუთრის მოთხოვნას გამოსახლების თაობაზე მხოლოდ სასამართლო განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კიკნაველიძის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით უკვე მიიღეს და მესამე და საბოლოო მოსმენით მისი მიღება მომდევნო სასესიო კვირას მიიღება.