Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"GraceLand"-ი იოგით, ჰიპ ჰოპით და ფიტნესით დაინტერესებული პირებისთვის

თარიღი : 27-10-2015, 18:40 | კატეგორია: საზოგადოება, რეკლამა   
topnews.com.ge
ქუთაისში, კინოთეატრ "სულიკოს" ყოფილ შენობაში "GraceLand"-ის სტუდია გაიხსნა. სტუდიაში პროფესიონალთა გუნდი დაინტერესებულ პირებს იოგის, ჰიპ ჰოპის და ფიტნესის ვარჯიშებს სთავაზობს.

"GraceLand"-ის ხელმძღვანელის ფერიდე ქუთათელაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი ორი კვირის წინ, 12 ოქტომბერს გაიხსნა, მას უკვე ათობით ახალგაზრდა სტუმრობს.

"ჩვენ ვასწავლით თანამედროვე ცეკვებს, როგორც ბავშვებს, ასევე მოზარდებს და სხვა ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ასევე ახალგაზრდების დიდ ინტერესს იწვევს ფიტნესი, უფრო კონკრეტულად აერობიკა. პროფესიონალი პედაგოგი აერობიკით დაინტერესებულ პირებს კვების სპეციალურ რაციონს უდგენს, რის შემდეგადაც პირი, სასურველ ფიგურას და წონას იღებს. რაც შეეხება ჰიპ ჰოპს, ჰიპ ჰოპის პედაგოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცეკვავდნენ და ეუფლებოდნენ ცეკვის ამ სახეობას. ისინი ყველაზე რეიტინგულ პროექტ "ნიჭიერში"-ც მონაწილეობდნენ. ასევე, ჩვენი სტუდიის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იოგაა. ქუთაისის მასშტაბით მხოლოდ აქ, ჩვენთან შეუძლიათ იოგის შესწავლა დაინტერესებულ პირებს,"- აცხადებს ცენტრის დირექტორი ფერიდე ქუთათელაძე.

იმერეთში მცხოვრებლებს, რომლებსაც სურთ დაეუფლონ იოგის სპორტს, ჰიპ ჰოპის ცეკვას და აერობიკის ვარჯიშებს, უნდა მიაკითხონ კინოთეატრ "სულიკო“-ს ყოფილ შენობას, მეორე სართულზე. დეტალებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 595 21 61 23.


ნანახია: 3219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ 'კრისტალი'-ს მაღალი ხარისხის ფინანსური მომსახურებით.
'პაპილონი' დაინტერესებულ მანდილოსნებს მომსახურების სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს.
”ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო” დაინტერესებულ პირებს ორ ახალ პროექტს თავაზობს, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა

ამინდი