Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში პირუტყვი დააპატიმრეს

თარიღი : 27-10-2015, 16:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ააიპ "სპეციალური სერვისები" ქუთაისში, ქალაქის ქუჩებში მოსიარულე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მოქალაქეებს კუთვნილი პირუტყვის მიმართ ყურადღების გამოჩენისაკენ მოუწოდებს.

"არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობამ არ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა მის კუთვნილებაში მყოფი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათანადო მოვლა-პატრონობის შესახებ და შინაური ცხოველები კვლავ რჩებიან უმეთვალყურეოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში. აქედან გამომდინარე ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" ინტენსიურად დაიწყო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. დღეს ქალაქის ცენტრში მოხდა რამდენიმე სული პირუტყვის დაჭერა და გადაყვანა სპეციალურ საჯარიმო სადგომზე.

http://topnews.com.ge/photo/news/20151027163750.png


ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, არ დატოვონ მათ კუთვნილი შინაური ცხოველები უმეთვალყურეოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები," – აცხადებენ "სპციალურ სერვისებ"–ში.


ნანახია: 3217-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისისთვის ქალაქის ქუჩებში მოსეირნე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კვლავ პრობლემად რჩება.
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით აღმოჩენილ უმეთვალყურეოდ დარჩენილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე ზედამხედველობა ააიპ "სპეციალურ
ქალაქის ქუჩებში უმეთვალყურეოდ მოსეირნე ცხოველებზე ინსპექტირებას 'სპეციალური სერვისების' ჯგუფები ახორციელებენ.
ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მათ საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რათა არ მოხდეს
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რქოსანი პირუტყვი ქალაქის ქუჩებში არსებულ ნარგავებს აზიანებს.
ააიპ "სპეციალური სერვისები" ქუთაისში, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებზე მონიტორინგს განაგრძობს.

ამინდი