Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„მოგმართავთ ძვირფასო პოლიტიკოსებო, გრანტიჭამია უფლედამცველებო და შსს“

თარიღი : 27-10-2015, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საკუთარი საცხოვრებლიდან გამოსახლებული ლეილა ლომიძის საქმეს ადვოკატი და უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე ეხმიანება. ტუკვაძე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის განცხადებაში ნათქვამია რომ სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონის გამოსახლება დარღვევების ფონზე მოხდა. ამავე განცხადებაში ტუკვაძე პოლიტიკოსებს მიმართავს. მათ პოლიტიკური ინტერესების დროებით გვერდზე გადადებასა და ლეილა ლომიძის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებისაკენ მოუწოდებს.

„ლეილა ლომიძე, ქალი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დღეს ღამეს ქუჩაში ათევს. ვიდრე მისი გამოსახლება მოხდებოდა, მანამ ვევედრებოდი უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ დაინტერესებულიყვნენ ამ ქალის პრობლემით, თუმცა უშედეგოდ. ძვირფასო პოლიტიკოსებო თქვენ მოგმართავთ, ვაკისა და ვერის საზღვრებს რომ ვერ გაცდით და მაღალი ტრიბუნებიდან თქვენი ბიზნეს ინტერესების დასაცავად გვმოძღვრათ, იქნებ გაგეფართოვებინათ საზღვრები. ვიცით, რომ პერიფერიების საქმე ნაკლებად გაინტერესებთ, მაგრამ მაინც. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ჩვენგანის უბედურება და საბოლოო ჩვენი ქვეყნის გაუბედურება სწორედ ლეილა ლომიძის და მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უბედურებით იწყება,“ – ამბობს ლედი ტუკვაძე.

უფლებადამცველი თავის განცხადებაში ამბობს, რომ ლეილა ლომიძის გამოსახლების დროს საამრთალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რაზეც მისი თქმით, შსს–ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უნდა დაიწყოს.

„მივმართავ შსს–ს გენერალურ ინპექციას, დაინტერესდეს, ქუთაისში არსებულ პოლიციის განყოფილებებში გამოსახლებებზე რამდენი განცხადებაა შესული და მუდმივად ერთი და იმავე კონკრეტული ადამიანები რატომ არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში? არის გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული ბიზნესის უკან დგანან პოლიტიკოსები, ძალოვნები და მათი ბიზნესის კეთილდღეობისთვის უბედურდება ასეულობით ადამიანი და ოჯახი. იქნებ მოგეკვლიათ და გახდეს საჯარო ეს ინფორმაციები. ჩემი ინფორმაციით, ასეულობით სახლი ირიცხება მათ სახელზე საჯარო რეესტრში. ადამიანები, რომლებიც სამართალს ვერ პოულობენ, რჩებიან ქუჩაში გაუბედურებულები, თვითონ იწყებენ სამართლის აღსრულებას. გეყოთ სხვისი გაუბედურების ხარჯზე საკუთარი ოჯახის და შვილების გამოკვება. გეყოთ რაც გიკეთებიათ, თორემ ხომ იცით, ცხოვრებაში ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს, განსაკუთრებით მსგავსს „საგმირო“ საქმეებზე,“ – ამბობს ლედი ტუკვაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ქმრის თაღლითობის მსხვერპლი ქალი თვითმკვლელობით იმუქრება. ქალბატონი საკუთარი სახლიდან მეუღლის მოთხოვნის საფუძველზე გამოასახლეს. როგორც ლეილა ლომიძე ამბობს, ის მეუღლესთან 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, მამაკაცმა ლომიძის მიერ შეძენილი ბინის მის საკუთრებად გადაფორმება და უკვე ყოფილი მეუღლის საცხოვრებლიდან გამოსახლება მაინც შეძლო.


ნანახია: 3040-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლეილა ლომიძე ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს. ქალბატონს არც პირადი ნივთები და ელემენტარული საარსებო თანხა გააჩნია.
ქალბატონი აცხადებს, რომ ის მის კუთვნილ ბინას არ დათმობს.
"2005 წლიდან დღემდე პოლიციაში გაიცა ასობით ათასი ლარის პრემია. მე დეტალურად გამოვითხოვ ინფორმაციას თუ ვისზე იცემოდა და იცემა
ნინო რობაქიძის გადასარჩენად მისი კოლეგები საზოგადოებას სისხლის გაღებისაკენ მოუწოდებენ. ამგვარ მოწოდებას სოციალურ ქსელში ადვოკატი
ადვოკატი და უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც იპოთეკარისა და იპოთეკური სესხით დაზარალებული

ამინდი