Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ქმრის თაღლითობის მსხვერპლი ქალი თვითმკვლელობით იმუქრება

თარიღი : 27-10-2015, 15:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები ლეილა ლომიძე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ქალბატონი საკუთარი სახლიდან მეუღლის მოთხოვნის საფუძველზე გამოასახლეს. როგორც ლეილა ლომიძე ამბობს, ის მეუღლესთან 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, მამაკაცმა ლომიძის მიერ შეძენილი ბინის მის საკუთრებად გადაფორმება და უკვე ყოფილი მეუღლის საცხოვრებლიდან გამოსახლება მაინც შეძლო.

ლეილა ლომიძე ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს. ქალბატონს არც პირადი ნივთები და ელემენტარული საარსებო თანხა გააჩნია.

„მთელი ცხოვრებაა ვშრომობ, ვწვალობ და თავს ასე ვირჩენ. ასე წვალებით შევიძინე ბინა, რომლიდანაც ყოფილმა ქმარმა ასე უმოწყალოდ გამომასახლა. დავრჩი ძაღლივით, რომელიც უკვე დაბერდა და პატრონს აღარ სჭირდება. აღარაფერი გამაჩნია. ჯანმრთელობაც და ასაკიც კი არ მიწყობს ხელს, რომ ცხოვრება რაღაც ეტაპზე გავაგრძელო. როდემდე ვიარო ქუჩაში? ორი დღე მეზობელმა შემიფარა. მეზობლებს უკვე ვეღარ ვაწუხებ, მრცხვენია. რას წარმოვიდგენდი თუ ასეთ დღეში აღმოვჩნდებოდი. საკუთარი ოჯახის წევრს და მეუღლეს თუ არ ენდე ადამიანი, სხვას ვის უნდა დაუჯერო? მე რა ვიცოდი, თუ კაცს, რომელთაანც 17– წლიანი თანაცხოვრება მაკავშირებდა, შეეძლო ჩემთვის ასეთი რაიმე გაეკეთებინა. აღარ ვიცი რა გავაკეთო. ქალაქის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში მივედი და დახმარებაზე უარი მითხრეს. ვთხოვე, რომ პოლიციის თბილ შენობაში გაჩერების უფლება მოეცათ, მაგრამ დამცინავად დამიწყეს ყურება. ჩემს ადვოკატს ლედი ტუკვაძეს უთხრეს, რომ თუ ასე გეცოდება, ადექი და შენთან წაიყვანე სახლშიო. ჩემმა ადვოკატმაც თავის სახლში წამომიყვანა. რაც ტანზე მაცვია მხოლოდ ის ტანსაცმელი მაქვს. ამ სიცივეში რა უნდა ვქნა. ერთადერთი გამოსავალი თვითმკვლელობა დამრჩენია. სხვა გზას ვერ ვხედავ,“ – ამბობს ლეილა ლომიძე.

ლეილა ლომიძის ადვოკატის ლედი ტუკვაძის განცხადებით, ქალბატონის გამოსახლება კანონდარღვევების ფონზე მოხდა. ტუკვაძე ამბობს რომ როგორც უფლებადამცველი, ქალბატონის უფლებების დასაცავად იბრძოლებს.


ნანახია: 3695-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საკუთარი საცხოვრებლიდან გამოსახლებული ლეილა ლომიძის საქმეს ადვოკატი და უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე ეხმიანება.
ქალბატონი აცხადებს, რომ ის მის კუთვნილ ბინას არ დათმობს.
ქუთაისში მცხოვრები თამარ ღიბრაძე შვილთან ერთად თავშესაფარს ეძებს.
ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე-მერი კოტე ლომიძე შეასრულებს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ლომიძის განცხადებით, ის აპირებს მერის შესარჩევ კონკურსში, ქუთაისის მერის

ამინდი