ქუთაისში ადვოკატი საკუთარი ოფისის წინ გაქურდეს

სამართალდამცავები ქუთაისში ქურდობის ფაქტს იძიებენ. შემთხვევა 26 ოქტომბერს, დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. ამ დროისათვის უცნობმა პირებმა ადვოკატ ი.ჯ.–ს ავტომობილიდან მაგნიტოფონი წაიღეს. როგორც Topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლიდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.