Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფოიერვერკი და სახალხო დღესასწაული ჭიათურაში

თარიღი : 26-10-2015, 15:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ჭიათურობა“ აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მოეწყო. საზეიმო ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ და მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლების მოსწავლეებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ნამუშევრების გამოფენა გამართეს.

,,ჭიათურობისადმი" მიძღვნილი კონცერტი კულტურის ცენტრის ეზოში ღია ცის ქვეშ გაიმართა, რომელშიც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მოწვეული მომღერლები მონაწილეობდნენ. კონცერტის შემდეგ ჭიათურის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს და მათ სიგელები გადასცეს. სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2015 წელს 5 საპატიო მოქალაქე იქნა არჩეული.

დღესასწაულში ქალაქთან ერთად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიც ჩაერთნენ და ეთნოგრაფიული კუთხე ფოლკლორისა და სამზარეულოს მეშვეობით წარმოადგინეს.
სახალხო დღესასწაული გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

,,ჭიათურობის“ დღესასწაულს საფუძველი 1988 წელს ჩაეყარა და მაშინ ,,კვალი ნათელი“ ეწოდა და მხოლოდ საპატიო მოქალაქეებს ირჩევდნენ. 1996 წლიდან უფრო მასშტაბური გახდა და საერთო სახალხო ზეიმად იქცა.


ნანახია: 2171-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ბაღდათობა 2015" – ის ფარგლებში ქალაქის ცენტრში ეთნოგრაფიული კუთხეები იყო მოწყობილი, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულებს ადგილობრივი
ტრადიციული, სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა“ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ჭიათურაში სახალხო დღესასწაული-'ჭიათურობა 2016' გაიმართება.
დღესვე, ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე დასახელდა, მათ სპეციალური სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.
დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოკუთხეებთან გადაინაცვლეს, სადაც

ამინდი